Загрузка...
აკაკი სურმანიძე - ჩემს სოფელს / akaki surmanidze - chems sofels - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » აკაკი სურმანიძე - ჩემს სოფელს / akaki surmanidze - chems sofels


2:55 PM
აკაკი სურმანიძე - ჩემს სოფელს / akaki surmanidze - chems sofels


მკვდარიც შენი ვარ, ცოცხალიც,
ვმღერივარ, რა დამაღონებს,
ეს სიყვარული მარადის,
გაფრენილ ყრმობას მაგონებს.
დაგეხსომები უთუოდ,
პოეტი კაცის სახელით,
შენით თუ შენზე მლოცველი,
მხოლოდ სიკეთის მზრახველი.
გულს მოფენილი ბწკარედით,
როგორც შენ ლურჯი იებით,
ჩემი ლექსები - შენს ცაზე
აყვავებული მთიები.
დაგეხსომები და იტყვი
ჩემით თუ ჩემზე მლოცველი:
ამაოდ კიარ მღეროდი,
დიდების უარმყოფელი,
ვით ყრმობა, დედის ალერსი,
გიყვარდა შენი სოფელი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1086 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0