Загрузка...
აკაკი სურმანიძე - კრიალოსანი / akaki surmanidze - krialosani - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 2:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » აკაკი სურმანიძე - კრიალოსანი / akaki surmanidze - krialosani


4:32 PM
აკაკი სურმანიძე - კრიალოსანი / akaki surmanidze - krialosani


შუახევის ერთ სოფელში, დაბადებიდან ბრმა, მოხუცი ქალბატონი ვნახე, ხელში აბრეშუმის ძაფზე ასხმული, ხისგან გამოთლილი ქართული ანბანისაგან შედგენილი კრიალოსანი ეჭირა და მარცვლავდა. - `მრავალი წელია ვეფერები ამათ და ძალას მაძლევსო!”

შენი სული ერთვის
თამარსა და საბას,
გვისახსოვრებ ჩვენთვის
საარაკო ამბავს.

ყოვლად ღვთაებრივის
რა სურვილმა შობა,
ანბანური მწკრივის
მაგ თითებთან ბჭობა.

სიმბოლიკურ გამმით
გადიყარე ბინდი,
იმ ბედნიერ წამით
ხეში როცა სჭრიდი,

სალაღობო სვეტად,
სულის დასაწინდად,
სიყვარულზე მეტად,
ოცნებაზე წმინდად,

ანბანს, ქართულ ანბანს,
_ აზროვნების აკვანს,
შენი ტრფობის საგანს
შემოვწირავ თაყვანს.

ეფერები ასე,
ვით მშვენიერ სოსანს,
აბრეშუმის ძაფზე
ასხმულ კრიალოსანს.

შენ, ყველაფერს ხედავ
მისტერიულ მზეთი,
წაგვიკითხე დედავ
ივერიის ბედი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1656 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0