ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 11:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ანა კალანდაძე – ვერ წაიღეს, ვერა! / ana kalandadze - ver tsaighes, vera!


მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა...
ბუბუნებდა კავკასიის მიწა...
სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად...
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს...
კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?
გავზა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1287 / თარიღი: 2014-12-29 / 4:00 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – თუთა / ana kalandadze - tuta


ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი. . .
დამიძახებს, თავლს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი. . .
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?
რა ჩურჩული?.. დამდაგველი, მწველი. . .
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 5267 / თარიღი: 2014-12-29 / 3:57 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – თქვი, ჭიამარია! / ana kalandadze - tqvi, chiamaria!


ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1537 / თარიღი: 2014-12-29 / 3:53 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – თქვი, არჯაკელო... / ana kalandadze - tqvi, arjakelo...


თქვი,არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 3886 / თარიღი: 2014-12-29 / 3:51 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ისევ შტორმები! / ana kalandadze - isev shtormebi!


ძლივს!
ნავსადგურის
შუქი იალებს!
მაგრამ... ზღვას ისევ
გრიგალი აშლის...
მყუდრო ყურე და
შტილი კი არა,
ისევ შტორმები
და...
ისევ...
ზღვაში!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1192 / თარიღი: 2014-12-29 / 3:49 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – კვლავ ნათლის სვეტად! / ana kalandadze - kvlav natlis svetad!


წმინდაა თქვენი გამოცხადება, -
შუაღამისას მწვერვალზე მდგარნი
თვალს მოავლებდით
ღვთისმშობლის მხარეს,
მის დასახსნელად გქონდათ მზადება!
გაურკვევლობით დაღლილ ქვეყანას
კვლავ მძიმე ხვედრი წილად რგებოდა...
ანუგეშებდით, რომ წყვდიადიდან
კვლავ ნათლის სვეტა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1204 / თარიღი: 2014-12-29 / 3:28 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ლოცულობს გველი / ana kalandadze - loculobs gveli


გასრიალდება ხევში ზმორებით
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებსა ღმერთსა,
რომ იდუმალებს,
სევდიან თვალებს
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით...
გრილი ნიავი ფოთლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1743 / თარიღი: 2014-12-29 / 3:22 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მარადიული მაბრალობლებისადმი / ana kalandadze - maradiuli mabraloblebisadmi


დიდებულებო, იმ ბრბოში, ეგერ
(ყოვლი ცოდვა რომ ქვეყნად დაჩრდილა!)
ვდგავარ და ვითხოვ:
- ჯვარს აცვით ეგე! -
ნუთუ... დღემდე ვერ
"აღმომაჩინეთ"?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1192 / თარიღი: 2014-12-29 / 3:21 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მარტინ ლუთერის ძეგლთან დრეზდენში / ana kalandadze - martin luteris dzegltan drezdenshi


(როგორც ცნობილია, XVI ს-ში დიდმა გერმანელმა მოღვაწემ, მარტინ ლუთერმა, გერმანულად თარგმნა ბიბლია)

კაცთმოყვარებით გვმოძღვრავს,
ომს შეჩვენებას უთვლის,
მაგრამ... კაენის ძეთა
ცეცხლი
სამყაროს
უნთეს!
სიკვდილს სიცოცხლემ სძლია, -
მოხუცს მივაგებთ კ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1104 / თარიღი: 2014-12-29 / 3:20 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მე ლამაზი მეგობარი მყავდა / ana kalandadze - me lamazi megobari mkavda


მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაყვა ცადა. . .
ღრუბლებს გაყვა. . . სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .

კომენტარები: 0 / ნანახია: 1498 / თარიღი: 2014-12-29 / 3:19 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 183 184 185 186 187 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0