მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29 » ანა კალანდაძე – ლოცულობს გველი / ana kalandadze - loculobs gveli
3:22 PM ანა კალანდაძე – ლოცულობს გველი / ana kalandadze - loculobs gveli
გასრიალდება ხევში ზმორებით ტანმოხატული უცხო ზოლებით მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი ლოცულობს გველი... ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებსა ღმერთსა, რომ იდუმალებს, სევდიან თვალებს მიაპყრობს ზეცას, ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით... გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი და შიშის მგვრელი ლოცულობს გველი... ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა, ნაიდუმალებს როს მზეს აჩვენებს დაწინწკნულ ტანს და სევდიან თვალებს? ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით, ტანმოხატული უცხო ზოლებით მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი ხელში დაირით ველებს დაივლის და უზუნდარას იცეკვებს გველი...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1750 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, leksi leksebi, ლექსი, poezia leqsebi, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba, ანა კალანდაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|