Загрузка...
ანა კალანდაძე – კვლავ ნათლის სვეტად! / ana kalandadze - kvlav natlis svetad! - 29 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 5:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29 » ანა კალანდაძე – კვლავ ნათლის სვეტად! / ana kalandadze - kvlav natlis svetad!


3:28 PM
ანა კალანდაძე – კვლავ ნათლის სვეტად! / ana kalandadze - kvlav natlis svetad!


წმინდაა თქვენი გამოცხადება, -
შუაღამისას მწვერვალზე მდგარნი
თვალს მოავლებდით
ღვთისმშობლის მხარეს,
მის დასახსნელად გქონდათ მზადება!
გაურკვევლობით დაღლილ ქვეყანას
კვლავ მძიმე ხვედრი წილად რგებოდა...
ანუგეშებდით, რომ წყვდიადიდან
კვლავ ნათლის სვეტად წამოდგებოდა!

***
ვხედავ სერაფიმს თვალმოციმციმეს, -
იგი საუფლო წიაღით მოფრენს:
გულს ისევ ისე მომხსნის სიმძიმეს
და კვლავ ღვთაებრივ სიმშვიდეს მომფენს!

***
ყოფილა ის დროც
(კვლავ ცასა ვვედრებ!), -
საერთო ენა ჰქონია ქართლსა,
ერთს ვფიცულობდით
ქართველნი ხატსა,
მანც მოგვიყვანა
დღევანდელ დღემდე!!

ხმანი ვერ სცანით!
(დავითის ისტორიკოსი სმიხედვით)
წაღმა-უკუღმა
ფრენენ ისარნი,
შეაზანზარეს
ბურჯნი ცისანი...
მაბრალობლებო
დავითისანო,
ხმანი ვერ სცანით
განგებისანი!

***
დასაბამიდან მოდიხართ, ოდით, -
თქვენ იმთავითვე სინათლეს მოსდევთ...
იყავით,
ხართ
და
იქნებით მერეც,
როგორც სიკვდილი და ბედისწერა!
ჰე, ლეგეონთა ვაუწყებ თქვენთა,
ვერ განმიწონონ გულში ლახვარი,
ვერა, ვერ შეძლოთ დაცხრობა მზეთა,
გადააფაროთ ბნელი სამყაროს!

***
ცილისწამების შხამით ამვსები
შენს წმინდა სახელს რად ეტმასნება,
რომ... ხეს კეთილსა ძირი უთხაროს,
კაცთ მოუშალოს ნავსაყუდარი?
რომ... მიმქროლავნი სპეტაკ ღრუბლებად
შეგრყვნან, შეგბილწონ, თავისუფლებავ,
რომ ანგელოსის ხატი გვავიწყონ
და კვლავ სატანა გამოაღვიძონ?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1205 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, leksi leksebi, ლექსი, poezia leqsebi, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba, ანა კალანდაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0