ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 11:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ანა კალანდაძე – მკვდართა მზე ვარ... / ana kalandadze - mkvdarta mze var...


ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები...
კორჩიოტას,კორჩიოტას თესლი გალხვა,
ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 9974 / თარიღი: 2014-12-29 / 3:19 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მინაწერი რუსთველის პორტრეტზე / ana kalandadze - minatseri rustavelis portretze


დრონი მეფობენ! -
სიბრძნეა ძველი,
მათ წინ მარადის
ძველია კრთომაც!
სახელი შენი -
დრო-ჟამთა ზევით,
მასზედ მარადის
ნათელთა თოვა!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1090 / თარიღი: 2014-12-29 / 3:07 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – დიდება, დიდება, ზარები არისხე! / ana kalandadze - dideba, dideba, zarebi ariskhe!


დიდება, დიდება,
ზარები არისხე,
არისხე ზარები
კეთილზე ვედრებით...
იზრუნოს, იზრუნოს
ხვალემან ხვალისა,
დიდება, რომელსაც
კვლავ ეიმედები!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1100 / თარიღი: 2014-12-29 / 3:05 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მწამს, სხვა იქნება! / ana kalandadze - mtsams skhva iqneba!


განთიადისას თვალს ვავლებ სივრცეს,
ცაო მაღალო,
ისევ იგივე:
ზღვის მიყუჩებულ, მთვლემარ ტალღებზე
კრთის საოცარი ნათლის გვირგვინი!
ჩამაფიქრებელ უცხო ჩვენებას
მონუსხულივით კვლავ თვალს ვადევნებ:
მადლობა უფალს, მადლობა უფალს,
მწამს, სხვა იქნება დღე დღევ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1422 / თარიღი: 2014-12-29 / 3:05 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ნისლებს იხვევს ნარიყალა / ana kalandadze - nislebs ikhvevs narikala


ნისლებს იხვევს ნარიყალა,
მზის გაენათს უხარია...
გულიც... ასე ნისლებს იხვევს,
სულიც... ასე მწუხარეა...
და მტკვარი რომ როკავს, ილხენს,
ნეტავი, რა უხარია,
როცა სული ნისლებს იხვევს,
როცა გული მწუხარეა?

კომენტარები: 0 / ნანახია: 1290 / თარიღი: 2014-12-29 / 3:01 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ო, მე კი არა, გული ხარხარებს / ana kalandadze - o, me ki ara, guli kharkharebs


როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს,მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1264 / თარიღი: 2014-12-29 / 3:01 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ორწყალში / ana kalandadze - ortskalshi


მადლიანი ხარ, ბუერავ,

მთას მჯდარო ფეხებმორთხმითა,

მთის წყალი დამალევინე

შენი ლამაზი ფოთლითა,

მერე შხეფებად მაპკურე

გადმოვარდნილი შფოთითა;

გზას მიიკვლევდა, ჩქარობდა,

ასე მბრდღვინავი ოდითა...

მადლია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1141 / თარიღი: 2014-12-29 / 3:00 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – პიკასოს უკვირს / ana kalandadze - pikasos ukvirs


(ზოგიერთი ვაი ჟურნალისტის მიმართ)

უკვირს პიკასოს: როგორ "ავხსნა,"
ზეცა ვით მწყალობს,
უზენაესის შთაგონებით
ვით ვარ დანთქმული?
რად არ კითხულობთ, მაგალითად,
ჩიტი ვით გალობს,
ან...
როგორ ვსუნთქავ,
ხელებს... სულში
როს მიფათურებთ? ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1071 / თარიღი: 2014-12-29 / 2:59 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ჟუჟუნა წვიმა მოვიდა / ana kalandadze - jhujhuna tsvima movida


ჯეჯილში ჩაიშრიალა
თვალგახელილმა ყანამა,
მთით მობერილმა ნიავმა,
ნარგიზის იავნანამა.
ერთი პაწია ჩიორა
მუხიდან მომესალამა...
ია განგებამ დახატა,
თუ ფიროსმანის ყალამმა?
ყაყაჩოს "ღვინო სალხინო"
როგორ არ შესვას ანამა?
"ჟუჟუნა წვიმა მოვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1154 / თარიღი: 2014-12-29 / 2:58 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – რეკენ ზარები... / ana kalandadze - reken zarebi...


რეკენ ზარები,რეკენ...
სიზმარია თუ ცხადი?
დაესვენება ჩემს წინ
დიდი თამარის ხატი...
რიდით შეარხევს ქარი
დროშას მაღალის კალთას...
- ბეთანიისკენ! - იგი
კვლავ მიუთითებს სპათა...

1977

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2014-12-29 / 2:57 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 184 185 186 187 188 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0