ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 9:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ანა კალანდაძე – რომელ კანონში წერია?! / ana kalandadze - romel kanonshi tseria?!


გარდაისახე პირჯვარი,
შავი შეკაზმე ცხენია,
ქამანდი სტყორცნე ლემადეს,
წამით დაკეცა ფრთენია, -
შენად იგულვე!..
იმას კი...
კვლავ ცხრა მთა გადუფრენია:
მინდორში ქარის დაჭერა...
რომელ კანონში წერია?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1109 / თარიღი: 2014-12-29 / 2:56 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – საით არიან შალვა, ბიძინა და ელიზბარი?.. / ana kalandadze - sait arian shalva, bidzina da elizbari?..


საით არიან შალვა, ბიძინა
და ელიზბარი?
მტერს საით ჩეხავს მარად ძლიერი
იმათი ხმალი?
მძიმედ იღება და იხურება
საყდრის კარები...
დარბაისლური სიჩუმით დუმან
ერისთავები...
ქართველნო, ჩვენი ის სამი გმირი,
ვის წინ თავს ვიხრით,
სპარსეთისაკენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1093 / თარიღი: 2014-12-29 / 2:54 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – სამაგიეროდ... / ana kalandadze - samagierod...


შეგვრისხეთ, ხშირად
გვითხარით მწარეც, -
სამაგიეროდ...
მზეს უღებთ კარებს!
დიდება ქვეყნის
უახლეს ძალებს:
იბრუნებს მიწა,
სითკენაც...
ბრძანებთ!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1177 / თარიღი: 2014-12-29 / 2:52 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – საქართველოო ლამაზო / ana kalandadze - saqartveloo lamazo


„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი... < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1698 / თარიღი: 2014-12-29 / 2:50 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი / ana kalandadze - qarma sharkhia rtoi dzetsnisai


მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული...
ფოთოლნი ტირიან ოქროსფერისანი...
ნისლებს ეფარება ცაი დიდებული,
ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი.
მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,
თვალთა სხივი მოსწყდა ელვარებისაი...
ტირიან, მოთქვამენ `დედანი ზეპურნი”,
ტირიან ყვავილნი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1236 / თარიღი: 2014-12-29 / 2:49 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ქეთევან დედოფალი / ana kalandadze - qetevan dedofali


რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3621 / თარიღი: 2014-12-29 / 2:37 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ქელე თაფა - თავების გორა (მესხი მწყების ნაამბობი) / ana kalandadze - qele tafa - tavebis gora (meskhi mtskemsis naambobi)


მესხი მწყების ნაამბობი

მამა-პაპათგან ძველი ამბავი
ესე გვსმენია:
თამარ დედოფალს, დიდ თამარ მეფეს
პირად მშვენიერს
ურჯულოსთან რომ ომი ჰქონია,
თათარს შებმია,
შაბამის ველზე ორმოთ ამოთხრა
უბრძანა,
მერე-ბალახით მათი დაფარა
ცხენი და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1090 / თარიღი: 2014-12-29 / 2:37 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ქვაბ ავაზაკთა... / ana kalandadze - qvab avazakta...


ზოგს... მანიაკის ერჩიოს თავი:
გულს ფხანს ის შხამი,
მასში რაც არი!
დიახ, წასულა რაინდთა ჟამი,
ქვაბ ავაზაკთა ქმნილა ტაძარი!

***
თუ კვლავ მომიხმო განგებამ,
ჩემს წინ ნაირ გზებს შლიდეს,
ჩაიც არ მსურდა,
მინდოდა,
კვლავ არ მსურდეს დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1028 / თარიღი: 2014-12-29 / 2:35 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ღრუბლები / ana kalandadze - ghrublebi


მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…

კომენტარები: 1 / ნანახია: 4394 / თარიღი: 2014-12-29 / 2:35 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ყაყაჩოსა სიწითლითა / ana kalandadze - kakachosa sitsitlita


ფრთაგაშლილი მთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელიანი, -
გული შეუჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია...
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია“?
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1429 / თარიღი: 2014-12-29 / 0:23 AM / ორშაბათი

« 1 2 ... 185 186 187 188 189 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0