მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29 » ანა კალანდაძე – ორწყალში / ana kalandadze - ortskalshi
3:00 PM ანა კალანდაძე – ორწყალში / ana kalandadze - ortskalshi
მადლიანი ხარ, ბუერავ,
მთას მჯდარო ფეხებმორთხმითა,
მთის წყალი დამალევინე
შენი ლამაზი ფოთლითა,
მერე შხეფებად მაპკურე
გადმოვარდნილი შფოთითა;
გზას მიიკვლევდა, ჩქარობდა,
ასე მბრდღვინავი ოდითა...
მადლიანი ხარ, ბუერავ,
მთას მადლად გულზე ეფინე...
შენ თუ მოუხმე იმ ვაჟას,
მის თვალებს მაყურებინე?
რისთვის მასმევდი მთის წყალსა
შენი ლამაზი ფოთლითა?
მითხარი, ამ წყაროსავით
სად გადავვარდე შფოთითა?
მომდევენ მისი თვალები
ორწყლით, არაგვით ორთითა!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1144 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, leksi leksebi, ლექსი, poezia leqsebi, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba, ანა კალანდაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|