Загрузка...
ანა კალანდაძე – მკვდართა მზე ვარ... / ana kalandadze - mkvdarta mze var... - 29 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29 » ანა კალანდაძე – მკვდართა მზე ვარ... / ana kalandadze - mkvdarta mze var...


3:19 PM
ანა კალანდაძე – მკვდართა მზე ვარ... / ana kalandadze - mkvdarta mze var...


ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები...
კორჩიოტას,კორჩიოტას თესლი გალხვა,
ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას...
ლხენით ვისმენ ვისმენ ბეღურების წივ-წივ,წივ-წივს...
ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის,
მაგრამ...მაინც გული რისად მეხურება?
ვარდის რტოზე შერჩენილი ხმელი თესლი
აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა...
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში ჟივჟივებენ ბეღურები...

1946 წელი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 9998 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, leksi leksebi, ლექსი, poezia leqsebi, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba, ანა კალანდაძე | რეიტინგი: 1.6/5
სულ კომენტარები: 1
1 Shako asilashvili  
0 Spam
Kvelaze magari leksia

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0