მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29 » ანა კალანდაძე – ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი / ana kalandadze - qarma sharkhia rtoi dzetsnisai
2:49 PM ანა კალანდაძე – ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი / ana kalandadze - qarma sharkhia rtoi dzetsnisai
მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული... ფოთოლნი ტირიან ოქროსფერისანი... ნისლებს ეფარება ცაი დიდებული, ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი. მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი, თვალთა სხივი მოსწყდა ელვარებისაი... ტირიან, მოთქვამენ `დედანი ზეპურნი”, ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი... მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე, კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი... როს `ვითარცა ცოფი, ბდღუენდა პიტიახში”, ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი... _ ილოცვიდეთ ჩემთვის! _ უთხრა მტირალ ხალხსა... ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი... მოკვდა შუშანიკი თუესა სთულისასა და ცხოვრებას მისას წერდა იაკობი...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1243 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, leksi leksebi, ლექსი, poezia leqsebi, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, ana kalandadzis shemoqmedeba, ana kalandadze, ანა კალანდაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|