Загрузка...
ანა კალანდაძე – საით არიან შალვა, ბიძინა და ელიზბარი?.. / ana kalandadze - sait arian shalva, bidzina da elizbari?.. - 29 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29 » ანა კალანდაძე – საით არიან შალვა, ბიძინა და ელიზბარი?.. / ana kalandadze - sait arian shalva, bidzina da elizbari?..


2:54 PM
ანა კალანდაძე – საით არიან შალვა, ბიძინა და ელიზბარი?.. / ana kalandadze - sait arian shalva, bidzina da elizbari?..


საით არიან შალვა, ბიძინა
და ელიზბარი?
მტერს საით ჩეხავს მარად ძლიერი
იმათი ხმალი?
მძიმედ იღება და იხურება
საყდრის კარები...
დარბაისლური სიჩუმით დუმან
ერისთავები...
ქართველნო, ჩვენი ის სამი გმირი,
ვის წინ თავს ვიხრით,
სპარსეთისაკენ პირმიქცეულა
ბებერი ციხით:
ეჭვს ხომ არ იღებს, ცუდს ხომ არა გრძნობს
ცბიერი შაჰი,
რომ... აჯანყების ცეცხლი მოიცავს
ბობოქარ კახეთს?
დაუმცხრალია და ამაყია
შურისძიება -
აზვირთებული გადაერევა
მტერთა ლაშქარში...
ამ სამი გმირის წმიდათაწმიდა
ხსოვნად კაშკაშებს,
იკორთის მთაზე რომ გადმომდგარა
ჯიღად მთიები!

1959


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1101 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, leksi leksebi, ლექსი, poezia leqsebi, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba, ანა კალანდაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0