Загрузка...
გელა ჭოლაძე - მერამდენედ / gela choladze - meramdened - 6 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 6 » გელა ჭოლაძე - მერამდენედ / gela choladze - meramdened


11:45 AM
გელა ჭოლაძე - მერამდენედ / gela choladze - meramdened


მერამდენედ დამათენდა თეთრად,
არვის ესმის ძახილია შორი,
ამ ლოდინში მთებიც გადათეთრდა,
წვიმის წვეთსაც შეეპარა თქორი...
ვეღარ უძლებს ამ ჩემს ტკივილს მთვარე,
თავს მარიდებს თითქოს ვიყო უცხო,
მერამდენედ გამეპარა ღამე...
შენმა სახემ ფიქრებს გადაუსწრო...
გარეთ მთვარე დააბოტებს კენტად,
სულში წვიმს და წამოვიდა თქეში,
არ იქნა და ვერ გვიხილა ერთად
მთვარემ,როგორ ჩაგიკარი მკერდში...
ამ ჩემს გრძნობებს ჩემს გულშივე ვხუთავ,
არ დავტოვებ აწი ამ გულს ღია,
ვერ აფასებ შენ ,რომ მუზა გქვია...
ვერ აფასებ მე რომ ლექსით ვსუნთქავ...
სული საზღვრებს გადაცილდა უკვე,
მერამდენედ ამერია გეზი,
არც გაღელვებ,არც გათრთოლებ უკვე
არც კი ფიქრობ მე ,რომ სიკვდილს ვებრძვი...
მიიმალა სადღაც მთვარეც უხმოდ
ჩემს ფიქრებთან დავრჩი მარტო,ერთი...
მერამდენედ შემომხედე უნდოდ...
მერამდენედ თეთრად დამათენდი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1037 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0