08 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 3:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 08



მიხა ხელაშვილი - ავი სიზმარი / mikha khelashvili - avi sizmari


აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ,
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა,
ანდა გამრიყავ ჭალაზე
ზოვი დაღესტნის მთებისა,
სალეკოს მონათოსდება
ნაძოძი ჩემი ძვლებისა,
ჩამამყვებიან ყორნები
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1245 / თარიღი: 2014-10-08 / 4:55 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ბნელ ღამით / mikha khelashvili - bnel ghamit


როდისღა უნდა გათენდეს,
რა ძნელად არის ბნელია!
გზა არ ეგების არსაით,
დრო არის საშინელია.
წვიმაა გასაკვირველი, -
ალბათ გარისხდა ელია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1041 / თარიღი: 2014-10-08 / 4:54 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ბუნება / mikha khelashvili - buneba


ეს ოხერ ბუნების ძალა,
საიდან სადა ჰყვებაო,
ვერც ბრძენთა მისთვის
ქება თქვეს,
ვერცრა მე გამეგებაო.

მოდის ზამთარი, ზაფხული,
თოვლი და მიწა ზედაო,
ზოგთად ოქროდ ღირს ქვეყანა,
ზოგთად კი - აღარც ბზედაო.
ოხერის საწუთროსაგან
სუყველა დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1433 / თარიღი: 2014-10-08 / 4:54 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - დედას / mikha khelashvili - dedas


რა სავალალოდ ვშობილვარ
უბედურ მასკვლავზედაო,
შენ ნუ მიტირებ, რომ მოვკვდე,
ძუძუთ გამზრდელო დედაო.
ვიცი მე შენი და სხვისცა,
მე სუყველასა ვხედაო,
გულში ბევრი რამ მიწყვია
მაგრამ თქმას ვერა ვბედაო.
გულს დაჩაგრულსა დარდითა
ლოდ დამედების ზედაო, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1069 / თარიღი: 2014-10-08 / 4:53 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - დროთ გაიარეს / mikha khelashvili - drot gaiares


დროთ გაიარეს მრავალთა,
მიაქვთ თვენი და დღეები,
ვუყურებ, პირისპირ მიდგას
ჩემის სამშობლოს კლდეები,
შიგ არ მიშვებენ, ნისლებსა
აქვთ დაკეტილი ბჭეები,
უპირისპირებს თხემებსა
გადამავალი მზეები.
მზის სხივთა გადაიარეს
მზის წვერთა მოცინარეთა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1078 / თარიღი: 2014-10-08 / 4:52 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ვედრება / mikha khelashvili - vedreba


ღმერთო, დიდო და მაღალო,
მარადის მყოფო ცაშია,
გადმოიხედე უფალო,
ქვეყანა დაინახია.
აკურთხე, განაძლიერე,
მშვიდობით შაინახია.
შენ განამტკიცე მთა-გორნი,
მაღლა აწვდილნი ცაშია,
და გაუმარჯვე ფშავ-ხევსურთ
შენს მადიდებელთ მთაშია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1228 / თარიღი: 2014-10-08 / 4:51 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ზმანება / mikha khelashvili - zmaneba


ეჰ, წუხანდელო სიზმარო,
იყავ სანდობი გულისა,
შენ იყავ ჩემთვის დამსახი
უზომო სიყვარულისა.
რად იყავ ჩემთვის მჩვენები
სახისა მხიარულისა?
ერთხელ კიდევა გნახავდი,
გულის დამტკბობო, სულისა,
უეცრად ამბის მამტანო
მეგობრის, დაკარგულისა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1159 / თარიღი: 2014-10-08 / 4:50 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - იესო ქრისტესათვის / mikha khelashvili - ieso qristesatvis


ღმერთო, მარად ხარ დიდებით
ზეცაში განსვენებული,
თვალით ხილული ყოველი
არს შენგან აღშენებული.
ზეცაში ქერუბიმთ მთაზე
ზიხარ შენ განსვენებული...
შენ შეჰქმენ კაცი, დაჰბადე,
ჰყავ თავისუფლად რებული,
ეშმაკი შურით აღივსო,
ბოროტად განძვინებული,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2014-10-08 / 4:50 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - იმედი / mikha khelashvili - imedi


უკვდავი არის იმედი
თუმც ზამთარია ტიალი,
ეს თოვლი ადრე დადნება
წყლებმა გაიღოს ჩხრიალი,
თეთრმა მანდილმა მთებისამ
მწვანედ დაიწყოს ციალი,
და თბილისისკე ქართულმა
ჯარმა მოიღოს გრიალი;
ამ დროსთვის ვიყვე გმირულად
იდგეს ხმალ-ხანჯრის ტრიალი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1199 / თარიღი: 2014-10-08 / 4:49 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ლაშარის ჯვარი / mikha khelashvili - lasharis jvari


გეყოფა ქარი და თოვლი
შაო ღრუბელო ცისაო,
იკმარე ღმერთო, ზარალი
ფშავეთში ფშავლებისაო,
აღართუ გაქვისთ შეძლება,
სალოცავებო მთისაო?!
აღართუ გვწყალობს დავლათი
ლაღის ლაშარის ჯვრისაო!
ცოდვით და სისხლით აგავსეს,
ნაპირი არაგვისაო...
წინავაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1219 / თარიღი: 2014-10-08 / 4:49 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ / mikha khelashvili - leqsi aleqsi misriashvilzed


ფშავისკენ შავნი ღრუბელნი რად რარა გადმოდიანო,
შემოგვხვდებიან წვერზედა მთაწმინდავ ვარსკვლავიანო,
დაგიჩრდილებენ ნისლები, მზის მოსვლას დაგიშლიანო,
ხელშეკრულ ჩამოვავლევენ, მისრიაშვილო ხმიანო.
ხე და ქვან დაგემშვიდობნენ, მთანიც კი მოგსტირიანო,
დუშეთის კრებას დაესწარ გულდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1450 / თარიღი: 2014-10-08 / 4:48 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - მთაზე... მაღალზე / mikha khelashvili - mtaze maghalze


მთებს შემოვხედე მაღლებსა,
წვერები დასთეთრებია,
ადე და, ნისლო, მთას წადი,
რა თავზე მებურებია,
ფშავისაც გადასავალი
არ დამითოვო გზებია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1396 / თარიღი: 2014-10-08 / 4:47 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - მიწისგანა ვარ შობილი / mikha khelashvili - mitsisgana var shobili


ერთხელ მეც დავიკარგები,
სახლში არ დავბრუნდებია,
ბნელსა და ოხერ საფლავში
ნელ-ნელა დავეშვებია,
წახდება ხორციელობა,
დარჩება ტიტველ ძვლებია,
გულო, მაგ შენის ფიქრებით
შენაც თან ჩამომყვებია.
მიწისგანა ვარ შობილი,
მიწას ვერ ავცილდებია,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1052 / თარიღი: 2014-10-08 / 4:47 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - მოვა სიკვდილი უჩინო / mikha khelashvili - mova sikvdili uchino


შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,
კაცის გულს - ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 2438 / თარიღი: 2014-10-08 / 4:46 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - მოვქუჩდეთ დედაქალაქსა / mikha khelashvili - movquchdet dedaqalaqsa


მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი.
კიდევ იხილოს ქალაქმა, ფშავ-ხევსურთ აბჯართ ჟღერანი,
თუკი წაგვართმენ სამშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1009 / თარიღი: 2014-10-08 / 4:45 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ნატვრა / mikha khelashvili - natvra


იმ დღეს მომასწრო ნეტავი
ჩვენი სამშობლო ზეობდეს,
თქვენამცა გაგმარჯვებოდეთ
მტერი ვეღარა მტერობდეს.
ქვეყანა შემოგნატროდეთ
თავზე გვირგვინი გშვენოდეთ;
და საშა სულხანიშვილი*
მრავალჟამიერს მღეროდეს,
მე, ფშაველიცა იქ ვიყო,
ასე გენახოთ მე ოდეს, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1354 / თარიღი: 2014-10-08 / 4:44 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - როსნამდის?! / mikha khelashvili - rosnamdis?!


როსნამდის ვიყო სულ მუდამ
ყველა მხრით დაღონებული,
როსნამდის ვიყო სულ მუდამ
სხვისაგან დამონებული?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1315 / თარიღი: 2014-10-08 / 4:43 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - საოხუნჯო / mikha khelashvili - saokhunjo


ღამის გუშაგი მიწოდეს,
ვიქმენ ველთ გაგზავნილადა,
ნახევრად მთვარეს ვუცქერდი,
არ იყო სრულ შევსილადა,
ერთი ლექსის თქმა მომწადდა,
სოსოს ვარგუნე წილადა,
ბელადსა ხინკლებსა ჰპარავს,
ჩვენ კი გვიხდება ჭირადა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1121 / თარიღი: 2014-10-08 / 4:42 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - სატრფიალო / mikha khelashvili - satrfialo


ჩემო ლამაზო მნათობო,
მზევ, რად არ ბრწყინავ ცაზედა,
რად ეფარები ღრუბელთა,
გული რადა გაქვს სხვაზედა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 2329 / თარიღი: 2014-10-08 / 4:42 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - საღამოს მოგონება / mikha khelashvili - saghamos mogoneba


მთვარევ, დაბძანვას აპირებ,
რად მალე დაიხარეო?
წადი, ხო მაინც არ იშლი,
ჩარგლის თავს გაიარეო,
იმას უამბე ამბავი,
ვისთანაც დაგაბარეო.
უთხარ, რომ მწარე ფიქრები
სალხინოდ გამასცალეო
და ამ წერილის კითხვითა
გაართე, გაახარეო.
გული, მტირალი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1182 / თარიღი: 2014-10-08 / 4:41 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - სიკვდილს მოველი / mikha khelashvili - sikvdils moveli


გულში მაქვს გადაწყვეტილი,
ახლა კი სიკვდილს ველია.
ვაუბნებ ჩემსა ენასა,
სანამდის არის სველია,
სუყველა ეხლა მოიდა,
ჩემ ახალი და ძველია,
მანამდის ვიყო ცოცხალი,
ვარ ბევრის გამომთქმელია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1132 / თარიღი: 2014-10-08 / 4:40 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - სურათი ახალ ქრისტესი / mikha khelashvili - surati akhal qristesi


შენს სურათს ახალ ქრისტეო
ერს თაყვანს აცემინებენ,
ვით პირველყოფილ კერპის წინ
ყველას თავს ახრევინებენ.

შენის სახელის წიგნებსა
სოფლებში არბენინებენ,
ვინც არ გილოცავს, იმ ხალხსა
ჩეკაში ათმენინებენ,

მარქსისტთა სახარებასა
წირვაზე ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1192 / თარიღი: 2014-10-08 / 4:39 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ფიქრები ცივ-გომბორის მთაზედ / mikha khelashvili - fiqrebi civ-gomboris mtazed


შაიღ-მაიღის ხელაი
ცივის გომბორის სერებსა,
ეხლა ჰყვავიან იანი,
აქ კაცს რა დააბერებსა.
კიოოთ დაისვენებენ,
მოვშორდი ჩარგალელებსა.
კიდევ მიუვალ ფშავშია
ხინკლებსა, ცხელ-ცხელ კვერებსა.
ქალის დაგებულ ლოგინსა,
ბალიშს რო შააცერებსა.
მიუტან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1238 / თარიღი: 2014-10-08 / 4:37 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ფიქრი შურდული / mikha khelashvili - fiqri shurduli


რა ძლიერი ხართ შურდულებრ
ფიქრებო ქვეყანაზედა,
ჰაერის ლურჯო სიმაღლევ,
უზენაესო ჭკვაზედა,
ფიქრი იმასაც სცილდება,
სად შენი ბოლო თავდება.
დაენატრება გონებას
ის უხილავი არსება,
რაიც აბრუნებს ფიქრებსა,
სრულ რომ არის და სავსება...
ღრუბელ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1334 / თარიღი: 2014-10-08 / 4:29 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ფიქრნო ოხერნო! / mikha khelashvili - fiqrno okherno


გაცოცხლოს, ქართველნო ქალნო,
ანუ ქართველნო დედანო,
შვილებისათვის მომთხრობნო
წარსულთა სიტურფეთანო.
სამშობლოსათვის საშველად
სუსტის ძალ-ღონით მჩქეფავნო,
შეგასწროთ ერის დიდებას,
სულით და ხორცით ნეტარნო,
ღმერთმა გაცოცხლოთ თქვენაცა,
მათგან ნაშო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1111 / თარიღი: 2014-10-08 / 4:25 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ქართველნო ქალნო / mikha khelashvili - qartvelno qalno


გაცოცხლოს, ქართველნო ქალნო,
ანუ ქართველნო დედანო,
შვილებისათვის მომთხრობნო
წარსულთა სიტურფეთანო.
სამშობლოსათვის საშველად
სუსტის ძალ-ღონით მჩქეფავნო,
შეგასწროთ ერის დიდებას,
სულით და ხორცით ნეტარნო,
ღმერთმა გაცოცხლოთ თქვენაცა,
მათგან ნაშო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1174 / თარიღი: 2014-10-08 / 4:19 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ქაქუცა ჩოლოყაშვილს / mikha khelashvili - qaquca cholokashvils


ჯერ ისევ არის ზაფხული, არ დათოვლინან მთანია,
ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნიცა ჰქონდა ფხანია,
შიგ ვცხოვრობთ ფშავნი-ხევსურნი, სალი კლდის შვილნი-ძმანია,
უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონაგანია,
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოქროლავს როგორც ქარია,
თან ახლავს ქართლის შვილები - თითო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1100 / თარიღი: 2014-10-08 / 4:18 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ღმერთო / mikha khelashvili - ghmerto


ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო...
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო...
აღმოსავლით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2014-10-08 / 4:17 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ჩარგალში / mikha khelashvili - chargalshi


გათენდა დილა ლამაზი,
შუქმა მომისწრო მზეთამა,
გამოვიხედე გარეთა
ჩარგალში მყოფმა ბეჩავმა.
ლამაზ და-ძმათა პატრონმა,
გინა თუ დედისერთამა.
შენ, ჩარგალელთა გაზრდილო,
რადრარა იწევ ზეცადა

კომენტარები: 0 / ნანახია: 1114 / თარიღი: 2014-10-08 / 4:17 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ცაო, მიყვარხარ / mikha khelashvili - cao, mikvarkhar


ცაო, მიყვარხარ, მზე-მთვარე
შენზედა ვლიან, ცხრებიან,
დღისით მზე ხარობს შენს გულზე,
ღამით ვარსკვლავნი სხდებიან.

ცაო, ფიქრისა ტალღანი
შენს უფსრულს ვერა სწვდებიან,
მზე-მთვარე-მასკვლავთა ჯარნი
ყველანი დაბლა რჩებიან.

მაღალო ცაო, უსაზღვროვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1164 / თარიღი: 2014-10-08 / 4:16 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - წუთისოფელი ოხერი / mikha khelashvili - tsutisofeli okheri


ნურავინ იტყვის, ვილხინოთ
და ჭირი გაგვითავდება,
ოხერო, წუთისოფელო,
ისვრი ჩუმ-ჩუმად ბადესა.

ზოგს საიდუმლოდ მიაგდებ,
ზოგს საქმედ უზამ ცხადებსა,
ბოლოს ინანებს მწარედა,
ვინც პირველ დაიქადებსა.

გაწითდენ მთისა მწვერვალნი,
მზენი სამუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1175 / თარიღი: 2014-10-08 / 4:16 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - წყალობით ლაშარის ჯვრისა / mikha khelashvili - tsckalobit lasharis jvrisa


სახელს ვახსენებ ფშაველო, ლაღის ლაშარის ჯვრისასა,
თუ კიდევ დამეხმარება შვილსა გაზრდილსა მთისასა,
გავუდექ სალეკეთოდა ბილიკებს დაღესტნისასა,
ქაქუცა ფლავსა მპირდება ელდრის და სამუხისასა,
კიდევ გადმოვალ ფშავშია, გადმოვალ კუდებისასა,
თუ გადავურჩი ცოცხალი ტყვიასა რუსებისა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1033 / თარიღი: 2014-10-08 / 4:15 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ხევსურთა მხარე / mikha khelashvili - khevsurta mkhare


ამ ჩვენს გუდელა ხევსურეთს
მთები აქვს შამოხვეული,
ჰყარაულობენ გულადნი
სუ მაღლა თავაწეულნი
მათის გმირულის თვალიდან
ცრემლ-წყაროდ გადმოთხეული,
არაგვი მირბის კვეხნითა
როგორც ქორწილში წვეული.
მთებსა და ჭალებს დაუქრის
ნიავი გადარეული,
შე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1061 / თარიღი: 2014-10-08 / 4:14 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ჰე, მამულო! / galaktion tabidze - he, mamuli!


ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!“

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2465 / თარიღი: 2014-10-08 / 4:06 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ჰიმნი ქართულ ანბანს / galaktion tabidze - himni qartul anbans


შენ, რომელიც
მარად მზეებრ გვინათ,
არა გუშინ
გაჩნდი თვალის ჩინად,
არამედ მზით
ამოენთე ბრწყინვად -
ოცდაექვსი საუკუნის წინად...

იმდროიდან
დაწყებული დღემდე -
როს გათენდა,
მზით ანთებულ ზემდეგ,
სერზე აველ,
მთაწმინდაზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2054 / თარიღი: 2014-10-08 / 4:05 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ჰამლეტის ქნარით / galaktion tabidze - hamletis qnarit


ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია,
წადი... წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე,
დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე!
მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! – ის ცის უარმყოფელია...
წადი... წადი მონასტერში, მო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1535 / თარიღი: 2014-10-08 / 4:04 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ჰაინეს სტრიქონის გამო / galaktion tabidze - haines striqonis gamo


რომანტიული ქნარის წვიმაში
ნირშეუცვლელი იყო გალობა:
ბედნიერება არის მირაჟი,
უბედურება კი რეალობა.

უბედურება, - წუხდა ჰაინე, -
დინჯი, მოხუცი არის ქმნილება,
თუ ერთი გნახა და მოეწონე,
სიკვდილის დღემდე ქნარს გეცილება.

ასეა, ასე: მხოლოდ ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1161 / თარიღი: 2014-10-08 / 4:03 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ხვალემ იზრუნოს ხვალისა / galaktion tabidze - khvalem izrunos khvalisa


ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა.

შეხედე, როგორ ჩქარია
ამქვეყნიური დიდება,
შეხედე, რა სიზმარივით
წუთი წუთს მიეზიდება!

არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1346 / თარიღი: 2014-10-08 / 3:59 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ხელოვნება / galaktion tabidze - khelovneba


ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1168 / თარიღი: 2014-10-08 / 3:58 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - წარწერები / galaktion tabidze - tsartserebi


ო, ქალო ძვირფასო, ნაზო, ვით ფერია,
მწამს მხოლოდ მაისი, არ მწამს ისტერია.
და ან ყალბ პოეტებს ვინმე ედავება?
არ მინდა, ბატონო, მათი უკვდავება!
ან ტომებს ბრიყვისას მე რა წამაკითხებს?
ისედაც კარგად ვჭრი მსოფლიო საკითხებს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2014-10-08 / 3:57 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - წამყე ბეთანიისაკენ! / galaktion tabidze - tsamke betaniisaken!


წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.

გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!

ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...
სანადირო ადგილები...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3411 / თარიღი: 2014-10-08 / 3:56 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი / galaktion tabidze - chven davinishnot es adgili


- ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი, - ამბობდი შენა,
ვრცელ უდაბნოში, სადაც ქვიშის ისმოდა ქშენა.
როგორ გვახსოვდეს? ავიხედეთ – ჩვენ სწორად თითქო
ცაზე მსუბუქი, მშვენიერი ღრუბელი იდგა.
- დავიმახსოვროთ ეს ადგილი, - ამბობდი კიდევ,
როს შენს ბაგეებს ვერ მართმევდა ცისფერი რიდე.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1055 / თარიღი: 2014-10-08 / 3:54 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - შეცდომა ქვეყნად რაოდენია / galaktion tabidze - shecdoma qveknad raodenia


შეცდომა ქვეყნად რაოდენია
(არ გეცინება და იცინი კი),
კაცი მგონია გმირი, გენია
და აღმოჩნდება უცებ ცინიკი.
მე მენანება მცდარი იმედი.
კვლავ დანარცხებად მიწას შთენია
აღტაცებული ცად განიმედი.
შეცდომა ქვეყნად რაოდენია!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1114 / თარიღი: 2014-10-08 / 3:54 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - შენ აღტაცებით ისევ ენთები / galaktion tabidze - shen aghtacebit isev entebi


შენ აღტაცებით ისევ ენთები,
ძველი ტაძრები ისევ შენდება,
ეფემერიდებს გამოენთები
და მაინც სადმე გაგითენდება.

მთები დგას, როგორც გიგანტი გრდემლი,
ჩქარი მდინარის რბიან ზვირთები,
მოგენატრება ბავშვური ცრემლი,
ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1309 / თარიღი: 2014-10-08 / 3:52 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით / galaktion tabidze - shemosulni gamchvirvale blondebit


შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?

ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა,
არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა.

სასტიკია სული უამინდოთა,
განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა?

შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1090 / თარიღი: 2014-10-08 / 3:51 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - შემოდგომა „უმანკო ჩასახვის" მამათა სავანეში / galaktion tabidze - shemodgoma "umanko chasakhvis" mamata savaneshi


ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.
დარჩება აუზთან სანდალი
და ძველი ფოთლები ყვითელი...
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში - შეშლილი სკვითელი.
ვეწვევი განდეგილ მამათა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2277 / თარიღი: 2014-10-08 / 3:49 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია / galaktion tabidze - shavit shemosulkhar, rogorc elegia


შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია,
მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოსი,
სანთლის ელვარება ხატებს შელეკია,
იგი ოცნებაა მიქელ-ანჯელოსი.
მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები,
კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი,
უკვე დაიღუპა ყველა შენდარები,
შენდა დაგშთენია გამოსათხოვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1545 / თარიღი: 2014-10-08 / 3:48 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ყრუ საუკუნეს / galaktion tabidze - kru saukunes


მითხარი, ბედო, თამაშს თუ ბრძოლას
უნდები დროთა ცქერით გართული?
ბრბო მიუსიეს სავანაროლას,
ჯვარების დარად ხელაღმართული.

შენი ნებით თუ ქადაგით მწველი
ხმათ დაბლა სცემდა მარმარილოებს,
გააჩაღებდა ცეცხლს ბოტიჩელი,
აძლევდა თავის უკვდავ ტილოებს.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2014-10-08 / 3:48 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ღვინოს დააბრალებენ / galaktion tabidze - ghvinos daabraleben


სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან დამდევს ქარები.

სადაც უნდა შევიარო
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო
ღვინოს დააბრალებენ.

ო, ძვირფასო, ჯვარზე მაგეს,
გაჰქრა გიჟი ოცნება.
ვკოც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1454 / თარიღი: 2014-10-08 / 3:47 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ღელავდნენ... / galaktion tabidze - ghelavdnen


ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი,
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.

ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით,
ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები,
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1131 / თარიღი: 2014-10-08 / 3:46 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში / galaktion tabidze - qvekana gacvda, vit dzveli groshi


ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი.
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1575 / თარიღი: 2014-10-08 / 3:45 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ქებათა-ქება ნიკორწმინდას… / galaktion tabidze - qebata-qeta nikortsmindas


მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1337 / თარიღი: 2014-10-08 / 3:44 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ქარი ჰქრის... / galaktion tabidze - qari hqris...


ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1171 / თარიღი: 2014-10-08 / 3:38 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - უძილო ღამეები / galaktion tabidze - udzilo ghameebi


ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით,
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით,
ბედნიერება მარტოობაა, -
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე,
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2014-10-08 / 3:37 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ტბა შრიალებდა, როგორც შოპენის / galaktion tabidze - tba shrialebda, rogorc shopenis


ტბა შრიალებდა, როგორც შოპენის
მთვარიან ნისლში შესული ვალსი.
ვიყავ მნახველი იმ გამოფენის,
რომელსაც ერქვა: რკალები წყალზე.

განვლილ ზაფხულის მოსაგონარად
დარჩენილიყო ძველი დივანი.
ფანტასტიური, როგორც ზეფირი,
გადაჰყურებდა წყალს აივანი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1194 / თარიღი: 2014-10-08 / 3:35 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - სულ მალე / galaktion tabidze - sul male


არის მორგანი, როკფელერი, არის სტინესი,
არის სტერლინგი, უმძლავრესი და ურკინესი,
გემებს იზიდავს ინდოეთის ავლა-დიდება,
ლონდონის ბირჟა, ამერიკა, გაბედითება.
როგორ გამძაფრდა ეს ორგია უზარმაზარი.
იქ კი ღიმილის და ზრდილობის მთელი ბაზარი;
დიპლომატები და ელჩები, ცხარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1103 / თარიღი: 2014-10-08 / 3:34 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე / galaktion tabidze - sitkva ar tsamogcdes, rom shen daighale


სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1860 / თარიღი: 2014-10-08 / 3:33 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - სისხლი / galaktion tabidze - siskkhli


საშინელია - იგრძნო უეცრად,
რომ აღარ დგანან ძველი კაკლები.
შენი სახელი მათ მიუეცრათ -
მხეცი! - არც მეტი და არც ნაკლები.

რომ მუხლებამდე სისხლის მორევი
გსვრის და მშობლიურ ცხედრებს ეხები,
კმაყოფილი ხარ მათი მორევით,
ყელამდე სისხლში მიდის ფეხები.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1098 / თარიღი: 2014-10-08 / 3:24 PM / ოთხშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0