16 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 3:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 16



მერაბ კოსტავა - ქართული საგალობელი / merab kostava - qartuli sagalobeli


არ ამოვიკრავთ პირს ვინაიდან
წილად გვარგუნე ღმერთების ენა,
გიგალობთ რადგან დასაბამიდან
ყოველი არსი გიგალობს შენა.

სიმღერის მადლი მოგვდგამს მას იქით,
როგორც გულის ხმა დაუძლეველი,
ყველა ქართველში შენი მუსიკის
ანთია წმინდა საკურთხეველი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1667 / თარიღი: 2014-10-16 / 7:29 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა - ღვთისმშობლისადმი / merab kostava - ghvtismshoblisadmi


ადამის მოდგმა დაობლდა
თუ გველი გაწვა ცაზედა,
ედემში ალვა ჰყვაოდა
აქ ნაცარს ვიყრი თავზედა.

სოფლისა წარმავალობამ
გამიასკეცა ჭრილობა,
თუ მიხსნის, შენი წყალობა
და შენი წილხვდომილობა

შენგან, შენგან განიდიდა
და განხლდა მიწა ძველი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1319 / თარიღი: 2014-10-16 / 7:24 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა - ღირს მამა დავითს / merab kostava - ghirs mama davits


ანტიოქიის უდაბნოში აღძრული ხმები,
ვინ შეუწყვილა კავკასიის ველურ ექოებს,
ღვარძლგამოცლილი თავთუხები ვინ შეჰკრა ძნებად
და სამსხვერპლოზე აუტანა ზოდიაქოებს.

დემონნი ბილწი ბომონების ვინ ასაპყარა,
მაგიურ სიტყვით ვინ გაძაგრა სიქველის მტერი,
გარეჯის ურწყულ ხრიო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1257 / თარიღი: 2014-10-16 / 7:23 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა - ყველგან, ან არსად / merab kostava - kvelgan, an arsad


მზე გადაიხარა...
მოშუღართა იქნება შერიგება,
შურისგების
არც ერთი მისხალი
სისხლის არიდება!
ჩადგება ქარიშხალი
დარჩება...
მხოლოდ გარინდება.
ყოველი საწყისი სასრულს ჩაბარდება
შეწყდება სიკვდილი,
შეწყდება, დაბადება,
ცდომილთა დუნე ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1242 / თარიღი: 2014-10-16 / 7:22 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა - შავი ჯოჯოხეთის კურპი ხართ ნახადი / merab kostava - shavi jojokhetis kupri khart nakhadi


შავი ჯოჯოხეთის კურპი ხართ ნახადი,
თხემიდან ტერფამდე ხართ სინდის ახდილი,
გინდათ, რომ სიწმინდეს ნამუსი ახადოთ,
მაგრამ შურისგების გაგტეხავთ მახვილი.

მოდგმას ანდამატურს ჩაზრდიხართ მარწუხად,
გინდათ, რომ უკუსვლით ვიდოდეს სამყარო,
გსურთ, რომ დედამიწა, როგორც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1141 / თარიღი: 2014-10-16 / 7:21 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა -შენ გევედრები სულით გლახაკი / merab kostava - shen gevedrebi sulit glakhaki


შენ გევედრები სულით გლახაკი,
ვინმე დევნილი სიმართლისათვის,
თუმც ვერ ვამრავლე სამსხვერპლო ხარკი,
ვეღარ გავიღე თავი ღვთისათვის.

გამოუთქმელო წმინდა საბაოთ,
თვალაპყრობილი მოგმართავ ზენარს,
მასმინე სიტყვა დაუსაბამო,
ნუ ამარიდებ მშობლიურ მზერას.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1474 / თარიღი: 2014-10-16 / 7:20 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა - შეხვედრა / merab kostava - shekhvedra


გაირღვა კრეტსაბმელი
ტატნობთა ინახით,
ვარსკვლავთა გარდამოსვლის
მცდელობა,
ნეტა სად იყოფი,
ან ნეტა ვინ ნახა,
ო, რაბი, სერაბინთა
სერობა
ზეცაზე ანთია დენეზა და იდა
სად სული ზღვებს
მოელელება,
ღმერთებმა მიწაზე
სამსხვერპლოს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1248 / თარიღი: 2014-10-16 / 7:19 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა - შიმშილობა (ნაწყვეტი) / merab kostava - shimshiloba (natskveti)


ეგ ოდითგანვე კარგად იციან,
ცნობილი განა ახლახან გახდა,
თუ ძველი სიბრძნე და ტრადიცია
რად აიგივებს ანგელოზს ბალღთან.
იქ კვლავაც ვხედავთ მბრუნავ იქცევისს,
ვით უძღებობის ჩვენისას მიზეზს,
ხელახლა ბალღად თუ არ ვიქცევით,
სასუფეველში ვერ შევალთ ისე.
ვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1214 / თარიღი: 2014-10-16 / 7:18 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა - ჩავუხტეთ ბარათაშვილსა / merab kostava - chavukhtet baratashvilsa


ი არსენა რა ყოფილა
რა არი ამისთანაო

რას იკვეხ, ბარათაშვილო,
შენი ლამაზი ქალითა,
ჩაგიმწყვდევია ცხრაკლიტულს
მზეს არ ანახვებ თვალითა.

ტალად ვეფხვები დაგისვამს
უალმასესი ბრჭყალითა,
ვერ დაიფარვენ, დაგავსებ
ქალს წაგგვრი მაჯაგანითა. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1150 / თარიღი: 2014-10-16 / 7:17 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა - ცხოვრობდა ერთი ასული / merab kostava - ckhovrobda erti asuli


ცხოვრობდა ერთი ასული
სახელად ერქვა დეია,
რამდენი ღამე უძილო
ჩემს ფიქრთან გაუთევია.

წავიდა მერე დეია,
ცხრა გორას გადაეფარა,
წარბიც არ შეურხევია,
ან ვისი ფარა ებარა?!

მას მერე მისმა ხატებამ
მაწვალა, ბევრი მიარა,
როგორც ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1101 / თარიღი: 2014-10-16 / 7:16 PM / ხუთშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0