25 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 3:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 25



ალექსანდრე აბაშელი - ატმის ყვავილები / aleqsandre abasheli - atmis kvavilebi


ჩამავალი მზის უცებ ჩაქრა ალი უშრეტი,-
მზე გააქციეს ვარსკვლავების თეთრმა ეშვებმა.
დავხრი წამწამებს: - თითქოს ფარდა ჩამოეშვება -
და სადღაც ტვინში აენთება ერთი უჯრედი.

და უმიზეზოდ, უცნაურად მომაგონდება:
წაქცეულ ხეზე დინჯად ადის შავი მამალი,
ღობის წნელებში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1446 / თარიღი: 2014-10-25 / 7:59 AM / შაბათი

ალექსანდრე აბაშელი - ახალ საქართველოს / aleqsandre abasheli - akhal saqartvelos


მყინვარწვერის თოვლის თეთრო თაველო,
ლურჯო ნისლო, მტკვრიდან ცაზე ასულო,
ვეფხის ტყავად დაფენილო მთა-ველო,
ორბის ფრთების ჩრდილით გადახაზულო!

გაზაფხულს ოქროვანო წვიმებო,
მზის ყვავილო, ციდან ძირს გადმორგულო,
შოთას ქნარის მოგუგუნე სიმებო
და აკაკის ხმაწ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1314 / თარიღი: 2014-10-25 / 7:58 AM / შაბათი

ალექსანდრე აბაშელი - მზე ამოდის / aleqsandre abasheli - mze amodis


სიომ სარკმელს შეჰსისინა: მზე ამოდის.
გააცინა ფანჯრის მინა: მზე ამოდის!
შემომძახა ცისკიდეზე ქორწილია,
და შენ რაღამ დაგაძინა: მზე ამოდის!
მიწამ ფრთები აიშალა ზურმუხტისა,
ცამ ღრუბლები ააფრინა: მზე ამოდის!
ცის ასული ისე მოჩანს ცეცხლის ნავში,
ვით ქალწული პ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1202 / თარიღი: 2014-10-25 / 7:57 AM / შაბათი

ალექსანდრე აბაშელი - ტაძარში / aleqsandre abasheli - tadzarshi


ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს
შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით.
მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს.
ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.

არ ვიცი ბრძენი განცდადს ამგვარს თუ რას დაარქმევს:
არა მწამს ღმერთი და მის სახლში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1142 / თარიღი: 2014-10-25 / 7:56 AM / შაბათი

ალექსანდრე აბაშელი - უცნაური ამბავი / aleqsandre abasheli - ucnauri ambavi


თბილისის ღამეს შიში სწვევია:
ამბავი მოაქვს მტკვარს უცნაური, -
ავჭალას ცეცხლი შემოხვევია,
ანთებულ რკინის ისმის ხმაური.
დაირღვა ძილი და მყუდროება,
მიეცა ღამე ჟრიამულს უჩვევს;
ნაძვის სვეტები თეთრ ურდობად
შემოესია თბილისის ქუჩებს.
და დაირაზმა შიშვე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1319 / თარიღი: 2014-10-25 / 7:54 AM / შაბათი

ალექსანდრე აბაშელი - ცხრა წყარო / aleqsandre abasheli - ckhra tskaro


ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს:
ცხრა მზე, ცხრა ზღვა, ცხრა მუხა და ცხრა კარი.
აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანს
ცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი.

იყვნენ: შოთა, ჩახრუხაძე, შავთელი, --
პოეზია ანათებდა წინათაც.
ჩამოვთვალე მე ცხრა დიდი ნათელი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1067 / თარიღი: 2014-10-25 / 1:46 AM / შაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0