Загрузка...
ცხოვრების წყურვილი - 6 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 6 » ცხოვრების წყურვილი


11:46 AM
ცხოვრების წყურვილი


პესიმიზმს ,მეგობრად გავუხდე ლამის და
ურწმუნო,უსულო საგნად გადავიქცე.
სიკვდილის ლოდინში,სიცოცხლე გავლიო,
და ყველა პრობლემას მხდალივით გავექცე.
თუმცა დღეს მომწყურდა ოპტიმიზმს ვეწვიო,
ცხოვრება თეთრად და ვარდისფრად მოვხატო.
მომწყურდა...იმედით გული მსურს ავივსო,
ჩაკეტილ სივრცეში,ფანჯარა მოვნახო.
მომწყურდა,ცხოვრებას სხვა მხრიდან შევხედო,
რაც დაბლა ბნელია,მაღლიდან ინათებს,
სულიდან განვდევნი,მეც ამ სიბნელეს და
სიცოცხლე ნელ-ნელა ჩემშიც მოიმატებს.
მე ვიცი,მე მწამს და მე ასე ვიცხოვრებ,
ვიცი,რომ ძლიერნი სიცოცხლეს არ თმობენ,
და თუ შემომკლდა,ოპტიმიზმს ვისესხებ,
ჩემს ყველა სისუსტეს,ობლად მივატოვებ.
მე მესმის,მე მწამს და მე ვიცი რას ნიშნავს,
მე მესმის რას ნიშნავს,რომ იყო ძლიერი,
სიცოცხლე მოგაწვეს გულზე,და თვალებში,
დაგეტყოს სინათლე,-არამიწიერი.
მე ვიცი,მე მწამს და მე ასე ვიცხოვრებ,
ვიცი,რომ ძლიერნი სიცოცხლეს არ თმობენ,
და რადგან,მეც მინდა ასეთი ცხოვრება,
დავეძებ მეგობარს,ძლიერთ რომ ათბობენ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1048 | დაამატა: ucnobi98 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0