მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 6 » თეონა ალადაშვილი - პოეტს / teona aladashvili - poets
11:47 AM თეონა ალადაშვილი - პოეტს / teona aladashvili - poets
უნდა მიყვარდეს შენი თვალები სევდის ფერებით რომ წვება ნისლი.... უნდა მიყვარდეს შინი თვალები სიცოცხლის ბოლო წამი რომ კივის....
შენც ხომ პოეტად გშობა ბუნებამ ხოდა მიმიშვი ბოლომდე მწამდე... ფრთები არა მაქვს ძვირფასო მაგრამ, შევძლებ მიყვარდე მიწიდან ცამდე...
ჩამოვიღვრები ვით თერგი მთიდან ავიყოლიებ გვირილებს, ხევებს და ადიდებულ კალაპოტიდან შენ დაგიკოცნი პოეტის ხელებს.....
მე მოღალატე არა ვარ კარგო არც ის სხვა მიყვარს ხშირად რომ ვკოცნი.... შენ იცი მიყვარს მე მთების სუნი აი ისეთი შენს ლექსს რომ უდის...
მიყვარს შენსავით უხეში კლდენი მთის ფერდობებზე შორით რომ მოჩანს... შენამდე კარგო .. შენამდე მოვა პოეტის გული იორს რომ მოაქვს
ქარი სიყვარულს ხომ სტაცებს ხეებს ისე მოგტაცებ რითმებად ლექსებს..... მოვალ ძვირფასო გახსოვდეს მოვალ... და დაგიკოცნი პოეტის ხელებს....!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1083 |
დაამატა:
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|