Загрузка...
შაკო ბერიანიძე - უბრალოდ მძაფრი ეთიკა / shako berianidze - ubralod mdzafri etika - 6 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 6 » შაკო ბერიანიძე - უბრალოდ მძაფრი ეთიკა / shako berianidze - ubralod mdzafri etika


11:49 AM
შაკო ბერიანიძე - უბრალოდ მძაფრი ეთიკა / shako berianidze - ubralod mdzafri etika


და ისე როგორც... დალალ დაყრილ ეფემერები,
მდუმარედ, ძილში გავსუსულვარ გაოცებული!
მერე კი ალბათ თვალს მომწყვეტენ ლამაზ ფერები...
სიზმრად, რომ დგება სამშობლოში ჟამი ქებული.
მაგრამ... არა,ვეღარ ვიხილავ ამას ვერასდროს....
არ გამოვრიცხავ, რომ არ ჩავრჩე ამ მონაკვეთში,
მერე კი... ფასი ეკარგება ნანი-ნანატრ დროს,
როდესაც ცივად გამიელვებს, სიო იმ ნაკვთში?...
სადაც სიღრმიდან ამომრთხალი, ოცნება ჭარბობს...
გადახლართულა ემოციაც მძაფრ ეთიკაზე,
უკვე იმ დოზით, რომ არავის აღარ დაინდობს,
და ზედმეტია საუბარი ესთეთიკაზე.
მსურს! სიკვდილს ვსძლიო და პირველმა შევხედო თვალში,
რათა გავერკვე, რომ ეს ხალხი რატომ იკლავს თავს?...
მეც პოეტი ვარ! და არმინდა გამოვრჩე ვალში,
და ვაღიარებ ყოველ ღამე პოეზია მკლავს!.
მეც ვიცი ვაფრენ, ,,პოეზიით,, თან ჩემით უფრო...
რადგანაც ციდან, დედამიწის ყველა ნაკლი ჩანს,
და ასე უფრო გამოვხატავ, რომ არ ვარ უფრთო...
და ეს ლირიკაც სტრიქონებით დამისერავს კანს.
მეგობრებო?... გაგიმხელთ ჩემს ლექსების არიას,
სანამ გულს მომწოლია, სევდა ნაღვლის დავებით,
მოდით კიდევ შეხედეთ, ,,ზვავ დაცემულ,, დარიალს,
ნუთუ არც ახლა განსჯით უფლის ძალას ქცევებით.
უკვე სისხლში ირევით... გამოჟონავთ ადვილად,
ძარღვებიც დაუხეთქავს, მთელს სხეულში ცრუ ეჭვებს,
მათნაირად ვითვლები! არა ვცდები ნამდვილად...
რადგანაც პოეტები არ ბაძავენ ნაბიჭვრებს.
უკვე ტვინიც წაბილწეთ, ვინღა უსმენს თქვენს სარდალს?...
თქვენ, რომ ქედი იმაღლოთ? მე ლექსებზე დავდგები!...
ამ ლექსით კი ნამდვილად, განვიქარვებ ნაღვერდალს,
და თუ რამით შევცოდე?... ღმერთთან ჩოქვით წარვსდგები.
ავტორი: შ.ბერიანიძე
25.08.2014.წ. ეძღვნება წამბილწავ საზოგადოებას!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1164 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0