Загрузка...
ნანა სელეპანოვა - განა ჩემი ბრალია / nana selepanova - gana chemi bralia - 6 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 6 » ნანა სელეპანოვა - განა ჩემი ბრალია / nana selepanova - gana chemi bralia


12:08 PM
ნანა სელეპანოვა - განა ჩემი ბრალია / nana selepanova - gana chemi bralia


განა ჩემი ბრალია, ცოტაც შენ ხარ ბრალში,
როცა გაგიცანი და როცა შემიყვარდი...
მე შენ ამოგარჩიე ათიათას კაცში,
დამიჯერე, არასდროს მე არ გაგცვლი სხვაში!
ოღონდ დამიძახე და მანდ გავჩნდები წამში,
ლურჯა ცხენებს შევკაზმავ, დაგიდგები მხარში,
ადიდებულ მდინარეს გადავისვრი ზღვაში,
ხოდაბუნებს გავთელავ, წვიმაში თუ ქარში...
ვერვინ ვერ დაგვაშორებს, თუკი ჩემთან დარჩი,
ლეჩაქს ავაფრიალებ ნარინჯისფერ ცაში,
ოღონდ კიდევ მითხარი - "ჩემო კარგო" კრძალვით,
და მომხვიე მკლავები,შენი მზერით დამწვი!
იყო ერთი ოცნება წუხელ,გვიან ღამით...
ამ მშვენიერ ოცნებაში, მხოლოდ ნატვრას ჰგავდი,
ნეტავ, ნატვრა ახდებოდეს, თუნდაც ერთი წამით,
სანამ გული შენთვის ფეთქავს, სანამ შემიყვარდი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1207 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0