Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - ათი ქალწული / galaktion tabidze - ati qaltsuli - 7 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - ათი ქალწული / galaktion tabidze - ati qaltsuli


12:01 PM
გალაკტიონ ტაბიძე - ათი ქალწული / galaktion tabidze - ati qaltsuli
სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.

1915


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1557 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, გალაკტიონ ტაბიძე, galaktioni, galaktion tabidzis leqsebi, გალაქტიონი, galaqtioni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0