მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - ახსნა / galaktion tabidze - akhsna
2:52 PM გალაკტიონ ტაბიძე - ახსნა / galaktion tabidze - akhsna
|
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი, ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალით! ყოფნა მაინც შუქია თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა, შეხვედრა ენას ვერ შეუქია, შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება? მაგნაირ გულით და სინაზეთი... არის ამქვეყნად დაგვიანება – მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით... ამ რევორველშიც არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1454 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, galaktioni, გალაკტიონ ტაბიძე, galaktion tabidzis leqsebi, galaqtioni, გალაქტიონი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|