Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - ბაღთან ძეგლია / galaktion tabidze - baghtan dzeghlia - 7 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - ბაღთან ძეგლია / galaktion tabidze - baghtan dzeghlia


2:53 PM
გალაკტიონ ტაბიძე - ბაღთან ძეგლია / galaktion tabidze - baghtan dzeghlia
ბაღთან ძეგლია, ცათამდე ადის,
ხელში უჭირავს რა თავის ქალა,
განთიადიდან განთიადამდის
დგას – გარინდება მან დაივალა.

მას გაზაფხული ვარდის ღილებით
რთავს, მოწიწება არ აქვს მონური,
მისთვის ერთია – ეს ყვავილები
ნამდვილი არის თუ ხელოვნური.

ის ლაპარაკობს დროთ საზღვარს იქით
დენონიური, სასტიკი, ხმელი,
და სივრცეებში თანაბრად იგი
შეშლილია და წინასწარმთქმელი.

მაგრამ როს ნისლი გაიფანტება
და ჟამი მოვა ალთა დანთების,
მის წინ ქუჩაზე გაილანდება
მთელი მდინარე დემონსტრანტების.

მასში მიმავალთ ის ხელებს უწვდის,
იგი აქ არის ამ გამთენიას,
ის ეხლავ ხედავს და აღარ უცდის
თავისუფლების მებრძოლ გენიას.





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1230 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, galaktioni, გალაკტიონ ტაბიძე, galaktion tabidzis leqsebi, galaqtioni, გალაქტიონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0