მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - გაოცდა უფრო / galaktion tabidze - gaocda ufro
2:57 PM გალაკტიონ ტაბიძე - გაოცდა უფრო / galaktion tabidze - gaocda ufro
|
გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო, თვალები უფრო გადაირია, არ მოაკლდება სიტყვა საუბრო, ის კი ფიქრობდა – რანაირია.
მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის, ვეფერებოდი სავარძელს სახით. და მუსიკალურ უვერტიურას მასმენდა მისთვის, რისთვის მეძახით.
მე არ მასვენებს ბაიის ბგერა და ანგელოსთა ნაზი პროფილი, თვალები ლურჯი, დალალი ქერა, ბაგე – ატმებად გადაპობილი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1252 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0
|
|