Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - გახოვს? / galaktion tabidze - gakhsovs? - 7 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - გახოვს? / galaktion tabidze - gakhsovs?


3:01 PM
გალაკტიონ ტაბიძე - გახოვს? / galaktion tabidze - gakhsovs?
გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში,
ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი,
გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს
და გამჭირვალე იყო ეთერი?
რიონის ზვირთი როგორ არხევდა
ცის ელვარებას გულში ჩანაქსოვს,
როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი,
წარსულო დროო, მითხარ, ხომ გახსოვს?

მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ
და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში,
მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას
შენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში...
წარვიდა, გაჰქრა ჟამი ნეტარი...
ახლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს,
არ გთხოვს არაფერს, ოღონდ მითხარი,
ეს ყველაფერი ხომ ისევ გახსოვს?

სადა ხარ ეხლა? კვლავ მარტოდმარტო
რიონის პირას ვდგავარ მოკლული.
იგივ ღამეა, იგივ ნათელი,
და მეკუმშება ტანჯვებით გული.
მწარე ღიმილით, უხმო ღიმილით
ვუახლოვდები, მაგრამ მშორდება
დრო – რომელსაც სულს ვერ დაავიწყებ,
დრო – რომელიც არ განმეორდება!





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, galaktioni, გალაკტიონ ტაბიძე, galaktion tabidzis leqsebi, galaqtioni, გალაქტიონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0