Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ / galaktion tabidze - es iko tsinat, didi khnis tsinat - 7 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ / galaktion tabidze - es iko tsinat, didi khnis tsinat


3:11 PM
გალაკტიონ ტაბიძე - ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ / galaktion tabidze - es iko tsinat, didi khnis tsinat
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს, -
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.

მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გრდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.

მიდიხარ... აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.

მიდიხარ... ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყოს ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.

მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს,
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს -
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1214 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, galaktioni, გალაკტიონ ტაბიძე, galaktion tabidzis leqsebi, galaqtioni, გალაქტიონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0