Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - ეეს რა ნიაღვრებს ვეზუვუ ისვრის? / galaktion tabidze - es ra niaghvrebs vezuvu isvris? - 7 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - ეეს რა ნიაღვრებს ვეზუვუ ისვრის? / galaktion tabidze - es ra niaghvrebs vezuvu isvris?


3:38 PM
გალაკტიონ ტაბიძე - ეეს რა ნიაღვრებს ვეზუვუ ისვრის? / galaktion tabidze - es ra niaghvrebs vezuvu isvris?
- ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის.
რა სიბნელეში დგას ცეცხლის სვეტი? -
- ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის
და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი.
- ეს რა შავბნელი კვამლი მოედო,
რა ბურუსები მოაქვს რგოლებად?
- ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო,
თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება.
- ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა,
რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს?
- ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა,
ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს...
-ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,
რა ჟრიამულმა გადაიჟღერა?
- ეს სიმღერაა შენი, პოეტო,
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1087 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, გალაკტიონ ტაბიძე, galaktioni, galaktion tabidzis leqsebi, გალაქტიონი, galaqtioni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0