მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - თვალს ნაზი და მთვარეული / galaktion tabidze - tvals nazi da mtvareuli
3:52 PM გალაკტიონ ტაბიძე - თვალს ნაზი და მთვარეული / galaktion tabidze - tvals nazi da mtvareuli
|
თვალს ნაზი და მთვარეული აღელვებდნენ ლანდები, ვიყავ ლხინში ჩარეული – ღვინით თვალანანთები.
უცებ გაჩნდა ტრიანონის კოშკი გულის ნდომანი, დე-გრიესა და მანონის სევდიანი რომანი...
მივაფრენდი ამაყ მერნებს, ჭიხვინებდნენ მერნები, - სასახლეებს და ტავერნებს ცვლიდნენ სხვა ტავერნები.
და ვხედავდი, როგორ იღებს სულს ვედრება ხალისის, და ვხედავდი ცისფერ ნიღაბს მხოლოდ ერთი ქალისას.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1130 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, galaktioni, გალაკტიონ ტაბიძე, galaktion tabidzis leqsebi, galaqtioni, გალაქტიონი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|