Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - ორი ზარი / galaktion tabidze - ori zari - 7 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - ორი ზარი / galaktion tabidze - ori zari


10:28 PM
გალაკტიონ ტაბიძე - ორი ზარი / galaktion tabidze - ori zari
ღამით მივედი სასაფლაოზე
და ვინახულე ძველი ტაძარი,
ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,
ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...

მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში,
ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი
ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;

რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე
და დღეს საფლავის ფარავდათ ლოდი,
მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით,
ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი...

და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროს
მიცვალებულთა რეკავდა ზარი,
და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩა, -
მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.

კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით,
მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი,
შეერეოდა ცოცხალთ ძახილი
და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი...

და შუაში კი სიცარიელედ
ჩაბნელებული უფსკრული შავი
ბნელი თვალივით იცქირებოდა,
სამარადჟამოდ დაუნახავი...

და ორი ზარის საბედისწერო,
ერთმანეთისთვის მიუწვდომელი,
დაცინვა იყო, ვით ორი სული,
ვით ის ქვეყანსა და ეს სოფელი...

და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს,
და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა...
მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი
მათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა...

1914


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1474 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, გალაკტიონ ტაბიძე, galaktioni, galaktion tabidzis leqsebi, გალაქტიონი, galaqtioni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0