Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - რა დროს რომანსეროა / galaktion tabidze - ra dros romanseroa - 7 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - რა დროს რომანსეროა / galaktion tabidze - ra dros romanseroa


10:30 PM
გალაკტიონ ტაბიძე - რა დროს რომანსეროა / galaktion tabidze - ra dros romanseroa
გაცრეცილ და მტვერიან
ცას სინათლე კლებია.
ყვავილებზე მღერიან...
რა დროს ყვავილებია?
ცაზე ვხედავ წეროებს,
თითქო მწკრივი ღეროა.
მღერენ რომანსეროებს,
რა დროს რომანსეროა?
წყარო ხევში ვალალებს:
გაჰქრა გიჟი ოცნება,
ვკოცნი მე შენს დალალებს,
მაგრამ რა მეკოცნება?

1923


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1546 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, გალაკტიონ ტაბიძე, galaktioni, galaktion tabidzis leqsebi, გალაქტიონი, galaqtioni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0