Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - სადღეგრძელო იყოს მისი / galaktion tabidze - sadghegrdzelo ikos misi - 7 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - სადღეგრძელო იყოს მისი / galaktion tabidze - sadghegrdzelo ikos misi


10:31 PM
გალაკტიონ ტაბიძე - სადღეგრძელო იყოს მისი / galaktion tabidze - sadghegrdzelo ikos misi
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწვოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.

მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
ბედთან არდარიდების.

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვერ დახარა.
ავდგეთ ფეხზე, ჩვენ თბილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა!

აქ სიცოცხლე და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1509 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, გალაკტიონ ტაბიძე, galaktioni, galaktion tabidzis leqsebi, გალაქტიონი, galaqtioni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0