Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - სატანა, დირიჟორი მსოფლიო ორკესტრისა / galaktion tabidze - satana, dirijhori msoflio orkestrisa - 7 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - სატანა, დირიჟორი მსოფლიო ორკესტრისა / galaktion tabidze - satana, dirijhori msoflio orkestrisa


10:33 PM
გალაკტიონ ტაბიძე - სატანა, დირიჟორი მსოფლიო ორკესტრისა / galaktion tabidze - satana, dirijhori msoflio orkestrisa
მიწიდან თითქოს ალი ავარდა
და კაელიოც ზეცას ეხება,
უცებ სატანამ გაინავარდა
და შორი მეხი მეხს ეტეხება.

მიაქვთ ორკესტრი ძლიერად ორკეცს
ორატორიებს... მთაზე ატანა...
გრიალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

უნდობელია მისი გენია,
არც შებრალება, არც შეცოდება,
ჯერ დედამიწას არ მოსმენია
მსოფლიოს ბაგეთ ასე გოდება.

ყოველ გულს ნამავს შხამიან ნესტრით,
სულს ხორციელის ეხება დანა,
გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

პირველი, მძაფრი და შხამიანი,
სუსტი, შეუცნობ დედას და მამას
გოდებს წამებით ადამიანი,
ორკესტრი მარად იგლოვებს ამას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1439 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, გალაკტიონ ტაბიძე, galaktioni, galaktion tabidzis leqsebi, გალაქტიონი, galaqtioni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0