Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - უძილო ღამეები / galaktion tabidze - udzilo ghameebi - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » გალაკტიონ ტაბიძე - უძილო ღამეები / galaktion tabidze - udzilo ghameebi


3:37 PM
გალაკტიონ ტაბიძე - უძილო ღამეები / galaktion tabidze - udzilo ghameebi
ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით,
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით,
ბედნიერება მარტოობაა, -
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე,
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.

კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს,
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს,
ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, -
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?

თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე,
ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე...
თუ დავამთავრე უკანასკნელი,
თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე“.

„მაღლა გორაზე დაუთოვია,
გულს მოსვენება ვერ უპოვია.
იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს,
იცოდე, ჩემი მეკუბოვეა!“


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1181 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, galaktioni, გალაკტიონ ტაბიძე, galaktion tabidzis leqsebi, galaqtioni, გალაქტიონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0