მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » გალაკტიონ ტაბიძე - ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში / galaktion tabidze - qvekana gacvda, vit dzveli groshi
3:45 PM გალაკტიონ ტაბიძე - ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში / galaktion tabidze - qvekana gacvda, vit dzveli groshi
|
ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში, უდაბურებად იქცა სოფელი. ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.
შეიძლებოდა, მქონოდა სული კეთილი, ნაზი, როგორც დობილი, მაგრამ ცხოვრება არაა სრული, მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.
ვით შეიძლება იქნე ლამაზი, როცა სიტლანქე მოდის მგმობელი, დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე, მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.
საშინელება, სიბნელე, გესლი, დემონიური ცეცხლის პროფილი, ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე, მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1576 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, galaktioni, გალაკტიონ ტაბიძე, galaktion tabidzis leqsebi, galaqtioni, გალაქტიონი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|