Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - შემოდგომა „უმანკო ჩასახვის" მამათა სავანეში / galaktion tabidze - shemodgoma "umanko chasakhvis" mamata savaneshi - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » გალაკტიონ ტაბიძე - შემოდგომა „უმანკო ჩასახვის" მამათა სავანეში / galaktion tabidze - shemodgoma "umanko chasakhvis" mamata savaneshi


3:49 PM
გალაკტიონ ტაბიძე - შემოდგომა „უმანკო ჩასახვის" მამათა სავანეში / galaktion tabidze - shemodgoma "umanko chasakhvis" mamata savaneshi
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.
დარჩება აუზთან სანდალი
და ძველი ფოთლები ყვითელი...
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში - შეშლილი სკვითელი.
ვეწვევი განდეგილ მამათა
„უმანკო ჩასახვის“ სავანეს.
იქ შავი თოვლივით დამათოვს
ჭვარტლი და ბურუსი თავანის.
სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!
დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები...
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები...
თებერვალს უხმობენ, თებერვალს,
სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!
და ვიცი ღელვაა საგანი,
როდესაც ღამეა უკუნი
და ჩემი მდუმარე საკანი
და ცეცხლის მფარველი გუგუნი.
ერთგავარ მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:
გზაელებს - მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს - სასახლის მდივანი.

1917


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2278 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, galaktioni, გალაკტიონ ტაბიძე, galaktion tabidzis leqsebi, galaqtioni, გალაქტიონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0