Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი / galaktion tabidze - chven davinishnot es adgili - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » გალაკტიონ ტაბიძე - ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი / galaktion tabidze - chven davinishnot es adgili


3:54 PM
გალაკტიონ ტაბიძე - ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი / galaktion tabidze - chven davinishnot es adgili
- ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი, - ამბობდი შენა,
ვრცელ უდაბნოში, სადაც ქვიშის ისმოდა ქშენა.
როგორ გვახსოვდეს? ავიხედეთ – ჩვენ სწორად თითქო
ცაზე მსუბუქი, მშვენიერი ღრუბელი იდგა.
- დავიმახსოვროთ ეს ადგილი, - ამბობდი კიდევ,
როს შენს ბაგეებს ვერ მართმევდა ცისფერი რიდე.
როგორ გვახსოვდეს? იმ ადგილას - ჩვენს სწორად - ნელი
იგივ მსუბუქი, მშვენიერი იდგა ღრუბელი.
ადგილს, დანიშნულს ასე ნათლად და ასე ზუსტად,
ამაოდ ვეძებ... მახსოვრობა შემექმნა სუსტად.
თუ გადინაცვლა არე-მარემ? გუშინ კი თითქო
ცაზე, ჩვენს ზევით ამ ადგილას ღრუბელი იდგა.
მაგრამ ყოფნაზე ბევრმა ქარმა გადაიარა,
გადაიტანა ბევრი დარდი, ბევრი იარა,
და ბევრი რამე, უდარდელად მჭვრეტი ციდანა,
ღრუბელთან ერთად ამაოებამ თან წარიტანა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1056 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, გალაკტიონ ტაბიძე, galaktioni, galaktion tabidzis leqsebi, გალაქტიონი, galaqtioni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0