მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » გალაკტიონ ტაბიძე - წამყე ბეთანიისაკენ! / galaktion tabidze - tsamke betaniisaken!
3:56 PM გალაკტიონ ტაბიძე - წამყე ბეთანიისაკენ! / galaktion tabidze - tsamke betaniisaken!
|
წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო.
გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი, არსად ქვეყნად არ მინახავს ადგილები უკეთესი!
ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან... სანადირო ადგილები... წამყე ბეთანიისაკენ!
მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო, გადმოვხედოთ მაღლით თბილისს - მე აქ უნდა დავესახლო!
წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო.
1947
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 3412 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, galaktioni, გალაკტიონ ტაბიძე, galaktion tabidzis leqsebi, galaqtioni, გალაქტიონი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|