Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - ჰაინეს სტრიქონის გამო / galaktion tabidze - haines striqonis gamo - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 2:09 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » გალაკტიონ ტაბიძე - ჰაინეს სტრიქონის გამო / galaktion tabidze - haines striqonis gamo


4:03 PM
გალაკტიონ ტაბიძე - ჰაინეს სტრიქონის გამო / galaktion tabidze - haines striqonis gamo
რომანტიული ქნარის წვიმაში
ნირშეუცვლელი იყო გალობა:
ბედნიერება არის მირაჟი,
უბედურება კი რეალობა.

უბედურება, - წუხდა ჰაინე, -
დინჯი, მოხუცი არის ქმნილება,
თუ ერთი გნახა და მოეწონე,
სიკვდილის დღემდე ქნარს გეცილება.

ასეა, ასე: მხოლოდ სიზმარში
სიუბრალოე და სიადვილე, -
უბედურება არის მირაჟი,
ბედნიერება კი სინამდვილე.

მე არას ვიტყვი, ბევრის ვარ მოწმე
უბედობით და ბედნიერებით.
პირად საკითხში ამ ორი მოძმის –
ნურავინ ქვეყნად ნუ ჩაერევით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1160 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, გალაკტიონი, galaqtion tabidze, გალაკტიონ ტაბიძე, galaktioni, galaktion tabidzis leqsebi, გალაქტიონი, galaqtioni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0