Загрузка...
ალექსანდრე აბაშელი - ცხრა წყარო / aleqsandre abasheli - ckhra tskaro - 25 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
ოთხშაბათი, 2024-11-27, 10:01 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 25 » ალექსანდრე აბაშელი - ცხრა წყარო / aleqsandre abasheli - ckhra tskaro


1:46 AM
ალექსანდრე აბაშელი - ცხრა წყარო / aleqsandre abasheli - ckhra tskaro


ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს:
ცხრა მზე, ცხრა ზღვა, ცხრა მუხა და ცხრა კარი.
აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანს
ცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი.

იყვნენ: შოთა, ჩახრუხაძე, შავთელი, --
პოეზია ანათებდა წინათაც.
ჩამოვთვალე მე ცხრა დიდი ნათელი,
რაც ჩვენს ცაზე სხვადასხვა დროს ბრწყინავდა.

მათ ჩვენს გულში ყველას თავის წილი აქვს,
ჩვენც არ ვაკლებთ დიდებას და ვაშასა -
გურამიშვილს, ორბელიანს, ილიას,
ბარათაშვილს, აკაკის და ვაჟასა.

ყველაფერი ქართულია, ჩვენია,
ქართლის ბაღში რაც იზრდება, რაც ჰხარობს,
რუსთაველის მადლი გადაჰფენია
საქართველოს პოეზიის ცხრა წყაროს.

1945


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1069 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0