Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - გ ა ც ნ ო ბ ა / nikoloz qartveli (dzamiashvili) - g a c n o b a - 11 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 11 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - გ ა ც ნ ო ბ ა / nikoloz qartveli (dzamiashvili) - g a c n o b a


5:38 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - გ ა ც ნ ო ბ ა / nikoloz qartveli (dzamiashvili) - g a c n o b a
გამარჯობათ გოგოვ საყვარელო,
პასუხად კი ღიმილი და სალამი,
იქნებ ახლა გული გავამრთელო,
მოხარული წერდეს ჩემი კალამი.

მომაწონეთ თავი თქვენს მშვენებით,
ოცნებებსაც დღესაც მე ქარს გავატან,
ოდესმე თუ ისევ ჩვენ შევხვდებით,
ესეიგი ვცხოვრობთ პაწა ქალაქად.

უკაცრავად, იქნებ, სახელი და
თან ღიმილი, მაჩუქოთ, მე დაბნეულს,
კარგით, გეტყვით, მქვია ადელინა,
მეძახიან ოცნებით გადარეულს

პოეზია გიყვართ თქვენ თუ არა
დიახ, მიყვარს, - გამიხარდა ძალიან
შევამჩნიე უცებ მატყუარა
გამოხედვით სახე როგორ გაწიეთ.

მომიტევეთ მცირე სითავხედე,
შეიძლება თქვენი გვარი ვიცოდე?
ამ სიტყვებით ალბათ მიგახვედრეთ,
თავიდანვე გაცნობა რომ ვიმორცხვე.

კეთილი და გვარიც მომახსენა
დამშვიდობებაც კი ვერ მოახერხა
მეგონა რომ ჩასვლას მოვასწრებდი
მაგრამ უცებ კარი რომ დაკეტა

მე პირჯვარი, მაშინ გადვიწერე,
ნეტა ოდეს, შევხვდეთ ჩვენ ამ ქალაქში,
დახმარება მე ღმერს ვთხოვე-მაგრამ,
იმ დღის მერე, არსად ის არ მინახავს!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 07.12.2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1103 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: nikoloz kartveli, Nikoloz Dzamiashvili, ნიკოლოზ ქართველი, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ძამიაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0