ბექა აბუთიძე - იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს / beqa abutidze - iq, sadac qali ukvarda ghrubels
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს ქალს კი თავისი ფანჯრების ხედი, ქარები შეხვდნენ და ისაუბრეს და მერე, მშვიდად წაიღეს ბედი. ქალი უსმენდა პიაფის პადამ-ს და ოცნებობდა ჰქონოდა ფრთები. ღრუბელი სთხოვდა: `გადმოხტით მადამ, ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით” ი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1053 / თარიღი: 2014-12-09 / 1:28 AM / სამშაბათი
ბექა აბუთიძე - შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა / beqa abutidze - shentan shekhvedras titqos emtkhveva
შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა, სისხლში მაწვება ლექსის ნალექი. ოჰ, რომ ჩამექცეს მტკვარში შემთხვევით, ადიდდება და თბილისს წალეკავს. ისე დადიხარ მაღალ ქუსლებზე ფეხაუდგმელი ირმის ნუკრივით. მითხარი, სხვები როგორ უძლებენ ტანს მიხვრა-მოხვრით რომ მემუქრება
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1092 / თარიღი: 2014-12-09 / 1:27 AM / სამშაბათი
ბექა აბუთიძე - ყველაფერი ისევ კარგად იქნება / beqa abutidze - kvelaferi isev kargad iqneba
ყველაფერი ისევ კარგად იქნება _ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება. მოგონებას ვიცი ვერსად წაუხვალ და აპრილი იაპრილებს დღეს თუ ხვალ... უფრო მეტი ცეცხლი მოაქვს სიშორეს, სევდა, სევდა, სევდა ვერ მოვიშორე. ყველაფერი ისევ კარგად იქნება ჩემში მინდა ამ სიტყვების
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2014-12-09 / 1:24 AM / სამშაბათი
ბექა აბუთიძე - 36 / beqa abutidze - 36
ისევ დაამჩნიე ნამწვავს აღელვება, გარე განათება გლანდავს ფარდებიდან. შენი ოთახიდან სამის ნახევარი თეთრი ყვავილივით გზაზე ვარდებოდა. ალბათ ნაწვიმარი ქუჩა აყვა ვინმეს, იყო გადაფრენა, მაგრამ ჩრდილოეთით. შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილეს შენი მოლოდინის მკრ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1199 / თარიღი: 2014-12-09 / 1:23 AM / სამშაბათი
ბექა აბუთიძე - ლურჯი ქოლგა / beqa abutidze - lurji qolga
თითებშუა სითბო, სიგარეტის კვამლი. წვიმა თითო-თითო, წვიმა ცალი ცალზე. უცნაურად მინდა დავლიო და მოვლბე. მერე აივნიდან შენი ლურჯი ქოლგა დავინახო, უკან როგორ გექაჩება. მიხვრა-მოხვრით უკრავ ტანში! ვერ გაჩერებ. ტუჩი, თითი,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1556 / თარიღი: 2014-12-09 / 1:22 AM / სამშაბათი
იმირ მამედლი - ბავშვობის ბოლო კანფეტი / imir mamedli - bavshvobis bolo kanfeti
ისე გავრბოდით თავაწყვეტილნი, ისე გავრბოდით ო, ჩემო ბედო... პირში კი მუდამ, როგორც ლაგამი გამოწუწნული კანფეტი გვედო. სირბილის ძალაც, ჟინიც, სურვილიც მაშინ დავშრიტეთ ქაქან-ქაქანით, ბოლო კანფეტი რომ გაილია, ბოლო კანფეტი - ბოლო ლაგამი.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1097 / თარიღი: 2014-12-09 / 0:31 AM / სამშაბათი
იმირ მამედლი - გულგრილობა პაპანაქებაში / imir mamedli - gulgriloba papanaqebashi
ჭყოპიანიდან ჩაჩუბეთამდე მზის სხივი იწვა, ვითარცა პლაჟზე ლამაზი ქალი. ჩვენ მოვდიოდით სამოჭალიდან. და თეძმის პირას გაწოლილ ნათელს ისე გულგრილად ჩამოვუარეთ, საჭურისსაც კი შეშურდებოდა.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1144 / თარიღი: 2014-12-09 / 0:27 AM / სამშაბათი
იმირ მამედლი - დილა / imir mamedli - dila
ღმერთო, დილაა ისეთი, როგორც კამკამა მდინარე. ო, ლამის გაღმა გავტოპო, მზე გავაღვიძო მძინარე
კომენტარები: 0 / ნანახია: 1416 / თარიღი: 2014-12-09 / 0:26 AM / სამშაბათი
იმირ მამედლი - იქ სადაც არ ვართ / imir mamedli - iq sadac ar vart
იქ სადაც არ ვართ, არც ჩვენი გზაა, არც ჩვენი სახლი, არც ბავშვები ახსენებენ იქ ჩვენს სახელებს, არც დიაცი გვეფერება მისით მოხიბლულს და მისთვის დაღლილს. იქ სადაც არ ვართ, კუდის ქიცინით და ლაქუცით არ გვეგებება, სულ ყეფა-ღრენით გვიხსენებს ძაღლი. იქ ს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1209 / თარიღი: 2014-12-09 / 0:23 AM / სამშაბათი
იმირ მამედლი - მეტროს ნიავი / imir mamedli - metros niavi
შესასვლელ კართან უბერავდა მეტროს ნიავი, მეტროს ნიავი ზანტად და მძიმედ მოშრიალებდა ღამენათევი, თავქარიანი ქალბატონივით. მეტროს ნიავი იყო დუბელა მდინარესავით, ზაფხულობით რომ სოფლის ქალები ტანგაუხდელად ჭყუმპალაობენ. ჭრელ-ჭრულა იყო მეტროს ნი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1033 / თარიღი: 2014-12-09 / 0:19 AM / სამშაბათი
იმირ მამედლი - მოლოდინი / imir mamedli - molodini
მე მივდიოდი, წვიმა მოდიოდა. ისინი გზაზე გამოსულიყვნენ და ამ თავსხმაში გაწუწულები დიდხანს მელოდნენ, ვითარცა სოფლად ადრე ამდგარნი მზის ამოწვერვას, ქალაქში კიდევ გვიან საღამოს ფილმის დაწყებას ელოდებიან.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1245 / თარიღი: 2014-12-09 / 0:18 AM / სამშაბათი
იმირ მამედლი - ნაბახუსევზე / imir mamedli - nabakhusevze
ისე ნელა და ტორტმან-ტორტმანით გამოვდივარ "პახმელიიდან" ტკივილების ვიწრო ბილიკით, როგორც ბავშვები შიშით და ჟინით გადიან ხოლმე თეძმისხევში ანდა პირიქით.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1067 / თარიღი: 2014-12-09 / 0:17 AM / სამშაბათი
იმირ მამედლი - სამკაულები / imir mamedli - samkaulebi
ისე ნელა და ტორტმან-ტორტმანით გამოვდივარ "პახმელიიდან" ტკივილების ვიწრო ბილიკით, როგორც ბავშვები შიშით და ჟინით გადიან ხოლმე თეძმისხევში ანდა პირიქით.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1145 / თარიღი: 2014-12-09 / 0:09 AM / სამშაბათი
იმირ მამედლი - სოფლის ავტობუსი / imir mamedli - soflis avtobusi
ლაზღანდარი სოფლელ ბიჭთა იყო გზაზე უფრო ტკბილი. ავტობუსში ქალი იჯდა, როგორც პირში ოქროს კბილი. იქით სახლი, აქეთ მოდა, და მოადგნენ ქალაქ თბილისს; ავტობუსი იცინოდა ყველა მგზავრით - ყველა კბილით.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2014-12-09 / 0:08 AM / სამშაბათი
|