იმირ მამედლი - ქალი ქუჩის კუთხეში / imir mamedli - qali quchis kutkheshi
უცებ რამდენი უნდა მოასწროს ქალმა, რომელიც თურაშაულის ვაშლსა ყიდის ქუჩის კუთხეში: - თაფლივითაა, დღეს დავკრიფე სისხამ დილაზე. ცვარი ჯერაც არ შეშრობია... - მაგრამ მყიდველი იღბალს უფრო ჰგავს, ფეხს არც აითრევს, ისე ჩაუვლის.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1120 / თარიღი: 2014-12-08 / 11:53 PM / ორშაბათი
იმირ მამედლი - შენ და ის / imir mamedli - shen da is
შემოიპარა რიჟრაჟი, მერე თანდათან გადილდა, ამხელა სიხარულისგან ზეცა ცვარ-ნამით ატირდა. სულს და გულს შენ მოენატრე, ვნებას კი, ვნებას - მატილდა. მე მაინც შენსკენ წამოველ, ბინდი შემომხვდა შატილთან. ვნება კვლავ ამიყმუილდა: მატილდა, ჰაუ, მატილ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1038 / თარიღი: 2014-12-08 / 11:50 PM / ორშაბათი
იმირ მამედლი - შეძახილი / imir mamedli - shedzakhili
სანამდის გადამწიფებულ და ნიავის ოდნავ შერხევაზეც კი ძირს ჩამოსაყრელ თუთასავით დაგინახავდი, ხომ არაფერი მითქვამს მე შენთვის. აი ეხლა კი, აი ეხლა კი შენ გენაცვალე თუთასავით ქარლოდინა ჭროღა კერტებში.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1066 / თარიღი: 2014-12-08 / 11:43 PM / ორშაბათი
იმირ მამედლი - შუაღამის მერე / imir mamedli - shuaghamis mere
სულ ყველაფერი, რაცა ხდება, ხდება ბედივით, სულ ყველაფერი ისე ხდება, ვით უნდა მოხდეს, არც ნაკლებივით და არც მეტივით. ეს ქალბატონი გაშხლართულა როგორც მოკლული, მე კი მის გვერდით ვგდივარ დაცლილი პისტოლეტივით.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1171 / თარიღი: 2014-12-08 / 11:42 PM / ორშაბათი
იმირ მამედლი - ჩემი სახელი / imir mamedli - chemi sakheli
მე ვგრძნობ ყოველთვის, ჩემი სახელი ხელს (კი არ უწყობს) უშლის ჩემს ლექსებს. ეს ასე ხდება: იმირ მამედლის მეტის გაბედვა (კარგი გაგებით) არ შეუძლია. თუ იტყოდა, მხოლოდ და მხოლოდ ასე იტყოდა იმირ მამედლი. მან ეს უნდა თქვ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1043 / თარიღი: 2014-12-08 / 11:41 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - აკვარიუმი / lela cucqiridze - akvariumi
მებადური ხარ, მე-ბა-დუ-რი! წინ ნაპირია, შენი ნაპირი - ცხადზე ცხადი, როგორც მირაჟი, რომელსაც ხედავ ყოველ ღამით და გეშინია, არ წაიშალოს... და როცა ქუჩა იტბორება ლურჯი რიჟრაჟით, იღებ ბადეს, ფეხაკრეფით გადიხარ გარეთ. ჯერ სიჩუმეა, ჯერ ნიჟარაშ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1311 / თარიღი: 2014-12-08 / 10:11 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - ბაქანი / lela cucqiridze - baqani
აქ ხარ და არც ხარ. შენი მინდორი ისეთია, თითქოს ვაჭრებმა, აღმოსავლეთის ცხელი ქვეყნიდან რომ ბრუნდებოდნენ, ჩამოისვენეს, ქიშმირისა და აბრეშუმის ჭრელი თოფები გადაშალეს, გაამზეურეს... და როგორ გინდა, აწურულ მხრებზე მოიხვიო ეს სიჭრელე თავსაფარივით, მივიწყებუ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1112 / თარიღი: 2014-12-08 / 10:08 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - ბონსაი / lela cucqiridze - bonsai
გასწავლო ჯუჯა ხეების გამოყვანა? ფანჯრის რაფაზე, ან ოთახის კუთხეში დადგამ, ეგზოტიკური სილამაზით მოხიბლავ სტუმრებს... ადვილია, ბევრი შრომა არ დაგჭირდება: ასაკოვანი ბროწეულიდან ან ატმიდან, ან სულ ერთია (შენი ეზო დაბურულია მამის დარგული ძველი ხეებით
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1745 / თარიღი: 2014-12-08 / 10:06 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - დიაფილმი / lela cucqiridze - diafilmi
ასეა ყოველ ლილოჭრელობას: დნება და დნება თვალსდახელსშუა ჩემი სოფელი - მთის კალთაზე შერჩენილი მყიფე ლოლუა, დნება და დნება... ჯერ ერთი სახლი ემსგავსება გატეხილ კოკას, მერე - მეორე... ჯერ ერთი ეზო ჩაცურდება ფერდობებზე ჩალის ზვინივით, მერე - მეორე...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1170 / თარიღი: 2014-12-08 / 10:06 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - მიმოწერის უფლების გარეშე / lela cucqiridze - mimotseris uflebis gareshe
ძვირფასო ჩემო, წერილს არ გწერ, მიმოწერის უფლება არ მაქვს. ახლა მე ვარ შენთვის წერილი. სისხლძარღვები ჩემს მაჯებზე - ასოებია, სუსტად მფეთქავი და ისეთი იისფერი, როგორც ყვავილი: ივან და მარია... *** მარია, ჩემო მეზობელო, ხომ მაპატიებ,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1319 / თარიღი: 2014-12-08 / 10:03 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - მოქალაქე / lela cucqiridze - moqalaqe
მოგახსენებთ, რომ მე, მოქალაქე, თქვენი ქალაქის პატივცემული მაცხოვრებელი, ამა წლის ერთ დღეს, ჩემი სახლიდან გამოვედი, როგორც ყოველთვის. ქროდა ქარი, მზე ანათებდა, სავსე იყო პროსპექტი ხალხით, იდგნენ ხეები. ზეაწეული, ხმელი ტოტებით ხეები ჰგავდნე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1026 / თარიღი: 2014-12-08 / 10:02 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - ნედლეულის შემგროვებლები / lela cucqiridze - nedleulis shemgroveblebi
აუცილებლად უნდა ადგე დილაადრიან, რომ მზეს აასწრო, შენზე მეტად ჭორფლიან გოგოს. წვიმის წყლით პირი დაიბანო, წყაროს წყლით შენზე პატარა კოკა უნდა დაორთქლო, გადაიკიდო მხარზე აბგა, აბგაში - დანა, მჭადის კვერი, ყველის ნატეხი. ხელში - მამის დაკროლილი, ლ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1019 / თარიღი: 2014-12-08 / 9:59 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - სიტყვა / lela cucqiridze - sitkva
წყლის კი არა, სიტყვის ნაყვაა ყველაფერი... ჯიუტად ნაყავ: ”ყველაფერი იქნება კარგად ”, მაშინ, როცა ღამის შორ ცაზე, თვითვმფრინავიც კი ისე ციმციმებს, თითქოს სული კრთის: ინთება, ქრება, ინთება, ქრება, ინთება, ქრება, გშორდება... ქრება...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1140 / თარიღი: 2014-12-08 / 9:56 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - უკან / lela cucqiridze - ukan
აბა, ვინ გითხრა, რომ თარსი ხარ? დიდი ამბავი, თუ შენი თმა ჟღალად ანთია. სამაგიეროდ, შენი ქალაქის რუხ ფერებში ისე ბრიალებს, თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს. დიდი ამბავი, თუ მეზობელი სადარბაზოში, შენს დანახვაზე სამჯერ აფურთხებს და ბინიდა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1185 / თარიღი: 2014-12-08 / 9:55 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - ღრუბლიაანთა / lela cucqiridze - ghrubliaanta
საქმე არა გაქვთ? რას ჩამომსხდარხართ ამ ყანაში, მოლაღურებო, მზით მოხალულ ხორბლის მარცვლებს რას აკნატუნებთ? თანაც, ჭორაობთ: ყაყაჩოებზე, ფურფუჭებზე, ფარსმანდუკებზე და ”რას ამბობ, ქააო” - პატარა თავებს აკანტურებთ... საქმე არა გაქვთ? აფრინდით
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1206 / თარიღი: 2014-12-08 / 9:54 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - ჩემი ლამაზი, პატარა ქალი / lela cucqiridze - chemi lamazi, patara qali
ჩემს ცოლსა ჰკითხეთ, რად ვუყვარვარ, მე ვერას გეტყვით… მონადირე ვარ, მეომარი, მწყემსი, მეგუთნე… მთელი ცხოვრება გამარჯვების ყიჟინას ვცემდი, ან ვებმებოდი დამარცხების უხმო ფერხულში. ძველ ამბარშია ჩაწერილი ჩემი ამბავი, როგორ ვხნავდი და როგორ ვთესავდი.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2014-12-08 / 9:38 PM / ორშაბათი
ლელა ცუცქირიძე - ჩვეულებრივი ზამთრის წერილი / lela cucqiridze - chveulebrivi zamtris tserili
როცა ქალაქი ემსგავსება მუცლით მეზღაპრეს, თავის ხმას იხშობს, ქარბუქის ხმით იწყებს ლაპარაკს, მე ვემზადები, ვჯდები ”კარმასთან” და ხელებს ვითბობ, რომ მოგწერო ჩვეულებრივი ზამთრის წერილი, ასე, ამგვარად: როცა ქალაქი ემსგავსება მუცლით მეზღაპრეს, თავის ხ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1197 / თარიღი: 2014-12-08 / 9:37 PM / ორშაბათი
დენიზა სუმბაძე - და ისე... / deniza sumbadze - da ise...
და ისე მაღალი დავანთე სანთელი, დავანთე იმხელა კელაპტარი, ვერასოდეს ვერ დაიწვება. თუ დაიწვის, თუ ერთიან დამასაფლავებს, მე შევინახავ თეთრი ძაფით ჩემი სულის სხივს, როგორც მიწა ინახავს ზაფხულს... მოვეკიდები სადმე ვარსკვლავს, ავინთები ისევ იდუმალ, შ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1452 / თარიღი: 2014-12-08 / 8:40 PM / ორშაბათი
დენიზა სუმბაძე - რომ ყველაფერი უერთდება / deniza sumbadze - rom kvelaferi uertdeba
რომ ყველაფერი უერთდება ქვეყნიერებას მე დავიჯერე. და უამისოდ არც სიცოცხლე, არც სიმღერა და არც სიკვდილი არ გვეყვარება, მაგრამ მე ვფიქრობ ჩაუქრობლად, სადღაც მიდის თვალთა სინათლე... რას უერთდება თვალთა ხედვა... შაოსან ღა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1242 / თარიღი: 2014-12-08 / 8:38 PM / ორშაბათი
დენიზა სუმბაძე - გოდება ეგვიპტის დედოფლისა / deniza sumbadze - godeba egviptis dedoflisa
შენ ლამაზი ხარ, ჩემო იოსებ, შენ ლამაზი ხარ, როგორც ყვავილი ამოსული სასფლაოზე, სადაც დავმარხე სიყვარული უზენაესი. შენ ლამაზი ხარ როგორც ზღაპარი და სიზმარეული, შროშანებით შეკრული კუბო, ამბორთა შენთა შროშანებით შეკრული კუბო, რ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1454 / თარიღი: 2014-12-08 / 8:37 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - ვაი, რა ცუდად გიცვნივარ / nazi kilasoni - vai, ra cudad gicnivar
ვაი, რა ცუდად გიცვნივარ, რა ტყვილად გდებდი იმედებს. მე ათი გულის ღირსი ვარ, შენ ერთიც ვერ გაიმეტე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1107 / თარიღი: 2014-12-08 / 5:50 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - მივდივარ / nazi kilasoni - mivdivar
მივდივარ, მომდევს მტკვარი სატივე და ანთებული ზეცა ხომლებით. გული გატკინე და მაპატიე, ტკივილით უფრო გემახსოვრები.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1210 / თარიღი: 2014-12-08 / 5:50 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - მინდა ეს ლექსი / nazi kilasoni - minda es leqsi
მინდა ეს ლექსი შენც მოგხვდეს გულთან, მინდა მეც მქონდეს პწკარი ძლიერი, საქართველოში რომ ერთად ვსუნთქავთ, სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი... მეც ხომ მივლია იმ მთების გაღმა, მგზავრად მომდევდა ლექსი ხმიერი, მეც ხომ შემისვამს ლიახვის ტალღა და სამუდამოდ ვარ ბედნ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1939 / თარიღი: 2014-12-08 / 5:49 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - შენი თვალების დაღლილი ეშხი / nazi kilasoni - sheni tvalebis daghlili eshkhi
შენი თვალების დაღლილი ეშხი თან გამყვა, როგორც ლურჯი ღიღილო, მე მხოლოდ ბავშვი მიყვარდა შენში და აღარ მინდა კაცად გიხილო.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1214 / თარიღი: 2014-12-08 / 5:48 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - წავალ / nazi kilasoni - tscaval
წავალ, დავეცემი მინდორთან, დაღლილი ლექსით და წვითა, განა სიყვარული მინდოდა? სხვა რაღაც, უფრო წმინდა...
კომენტარები: 0 / ნანახია: 1320 / თარიღი: 2014-12-08 / 5:46 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - არ დაგანახვებ / nazi kilasoni - ar daganakhveb
ხეებმა მითხრეს: დავითალხეთო. შენზე ოცნებას აქეთ უვლია, მაგრამ თვალებში აღარ ჩამხედო, თვალებში... მხოლოდ საყვედურია. გადავემხობი მინდვრის ბალახებს, ქალი კი არა, კლდე ვარ, ტინი ვარ. მოკვდები, მაგრამ არ დაგანახვებ, არ დაგანახვებ როგორ ვტირივარ
კომენტარები: 0 / ნანახია: 1036 / თარიღი: 2014-12-08 / 5:06 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - გიო / nazi kilasoni - gio
და ვიდრე მართლა მოხვალ ამ ქვეყნად, ჯერ უნდა მხოლოდ სიზმრებში მდიო, მე სევდიანად გპირდები ეხლაც: მოხვალ, სიცოცხლეს გაჩუქებ, გიო!@ გიო! თვალები ღამეებს ათევს... გიო! ხელები ლოდინით დაჭკნა. შენ უნდა ნახო მზიანი ქართლი, შენ უნდა ნახო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2014-12-08 / 5:06 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - ვუგალობ ჰარალეს-დოვლათის ღმერთს / nazi kilasoni - vugalob harales-dovlatis ghmerts
ხარებს რქებზე უნთიათ კელაპტრები, ჰარალე! ჰაი, ხელი ვიჩრდილე და ხნულში მელანდები, ჰარალე! გუთანს ხელი ვუშვი და მიწას ვცემ თაყვანსა, ჰარალე! მიწასა _ ჩემი სიცოცხლის და სიკვდილის აკვანსა, ჰარალე! ჩემს ბედზ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1133 / თარიღი: 2014-12-08 / 5:05 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - მამა / nazi kilasoni - mama
იმისათვის გამაჩინე, მამა, რომ თაყვანსა გცემდე და არასოდეს გიხდიდე ამაგს. შენ თურმე იმისთვის გამაჩინე, თვალის ჩინო, მამა, რომ სული გატკინო და მაინც არ დაიმჩნიო, მამა!.. ვაიმე, ახლოვდება საღამოს ლანდი და
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1069 / თარიღი: 2014-12-08 / 5:04 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - მე რომ წავიდე... / nazi kilasoni - me rom tsavide...
მე რომ წავიდე: ვინ უნდა გამოუცვალოს იებს წყალი; მე რომ წავიდე: ვინ უნდა დაგანახოს სარკმლიდან მთვარე მცხრალი; მე რომ წავიდე: _ ვინ უნდა შემოუშვას ოთახში ქარი; მე რომ წავიდე, ვინ უნდა წაგიკითხოს ლექსების პწკარი... და სხვაც რომ დავტო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1290 / თარიღი: 2014-12-08 / 5:04 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - მონადირე / nazi kilasoni - monadire
ტაბაწყურს წავლენ მონადირენი, რომ თოფის კვამლი ზეცას უჩვენონ, ვაითუ შეგხვდეს სოკო-ირემი და ნაკვერცხალზე შესწვა უჩემოდ. ტაბაწყურს წავლენ მონადირენი, რომ ტბას ახალონ ფრთები იხვებმა. ლერწამის ჩრდილი წყალში ირევა... ლერწამის ჩრდილი ტბებში ირხევა...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1164 / თარიღი: 2014-12-08 / 5:03 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - ოჩოკოჩი / nazi kilasoni - ochokori
ოჩოკოჩი ბაკუნობს თხის ჩლიქებით, ოჩოკოჩს უჭირავს სტვირი. იარა, იარა, დალექა ჩირგვები, ახოსთან წაიქცა და ტირის. ოჩოკოჩო, ჰეი, ოჩოკოჩო! ჩაჰბერე, დაუკარ სტვირი! ოჩოკოჩი ხეტიალობს ნაურმალ შარაზე, _ კაცი ვარო და სის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1326 / თარიღი: 2014-12-08 / 5:02 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - საგალობელი სიყვარულისა / nazi kilasoni - sagalobeli sikvarulisa
ეშმაკმა დალახვროს, მაინც რა ყოფილხარ, თოლიგე. არა, შენ ისეთი არა ხარ, როგორიც მეგონე, ისეთი არა ხარ, თოლიგე. შენ სურნელი აგდის მიწის და კაცისა, თოლიგე, და თუ დაგჭირდა, ყვავილსაც გასრისავ, თოლიგე. მე ზეცით მევს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1121 / თარიღი: 2014-12-08 / 5:02 PM / ორშაბათი
გოჩა სხილაძე - ვარსკვლავების დარაჯი / gocha skhiladze - varskvlavebis daraji
ამ ველურ ვარდებში ვარ ეულ-მთვარეული შივას ვარსკვლავების მიყვარს დარაჯობა არ მშივა სიცოცხლე არეულ-დარეული გული ეუბნება სიკვდილს გამარჯობა შენდობა შენდა ვარსკვლავო სხივქორბუდა შენდამი ვარდი ვარ მიქელ-გაბრიელო ვარსებობთ შენ და მე ოქროსფერო ბუდა მე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 999 / თარიღი: 2014-12-08 / 5:00 PM / ორშაბათი
გოჩა სხილაძე - ნია / gocha skhiladze - nia
ნია ნიავი თმებს გადაგყვება, თუ გეშინია სულშიც იქროლებს. ნია აქ ქარი ქარიშხალს ყვება, ემშვიდობება აქ და იქ როლებს. ავ დროებათა ანათებს ბროლი სიზმრებში მქროლის განმარტოებას, სადღაც სიმღერა კრთება თებროლის და ხე ბრიალებს ყვითელრტოება. მალე სიკვდილ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1106 / თარიღი: 2014-12-08 / 4:59 PM / ორშაბათი
გოჩა სხილაძე - ტაძარი / gocha skhiladze - tadzari
მთვარეს ეფარებიან აქ ქარებით ზარები დინოზავრის კვერცხებზე ჩნდება დიდი ბზარები ღრუბლებში იზორბები სად ქორი და ორბია ვარსკვლავები, ბავშვები, სიზმრები გამორბიან შენსკენ მოფრინდებიან დიდი თეთრი მტრედები უფსკრულების ლოცვები, კრულების იმედები მთვარეს ე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1086 / თარიღი: 2014-12-08 / 4:59 PM / ორშაბათი
გოჩა სხილაძე - ქეთის / gocha skhiladze - qetis
ქეთი ქარია შორი აქედან ქედს რომ გადუფრენს თეთრი ქედანით დანისლულ დღეთა ფორიაქიდან გულს ძირს დახრიან ახალბედანი სანამ მზემ ქეთი დღე გაანათა გულანათალი ჩანს ორქიდეა არის კრიალი ვერცხლის დანათა ჩემი სიცოცხლე ბნელის კიდეა შენი მშვენების დანაშაულის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1335 / თარიღი: 2014-12-08 / 4:58 PM / ორშაბათი
გოჩა სხილაძე - შეხვედრა / gocha skhiladze - shekhvedra
რა უბრალოდ იხსნებიან გულის ცრემლის საგუბრები რა უბრალოდ იწყებიან ნია შენთან საუბრები სიზმრებიდან მოჩანს გზები გზები შენთან დაუბრების თვალებიდა შუქი კრთების ნიამორის და ნუკრების მეშინია ჟამის ფრთების და სიბნელის დამუქრების
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1052 / თარიღი: 2014-12-08 / 4:57 PM / ორშაბათი
გოჩა სხილაძე - ცრემლების კლდე / gocha skhiladze - cremlebis klde
ვიცი ნია ეგ თმები ცით ვარდების დაშვების გლიცინიად ენთები ფრთებს დაჰყვები შაშვების გულს გრჩენია ტაროსი ზღვებად ატორტმანება ხმები ამ სამყაროსი კვიპაროსის ზმანება და ცრემლების კლდეები ვარსკვლავთა დაცალების უნიათო დღეები <
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2014-12-08 / 4:56 PM / ორშაბათი
|