29 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 11:06 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29



ანა კალანდაძე – ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა / ana kalandadze - brols moamskhvrevs tetrakheva


ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
წამო ჩემთან!
უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! –
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1152 / თარიღი: 2014-12-29 / 9:48 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ყოფილა ის დროც / ana kalandadze - kofila is droc


ყოფილა ის დროც
(კვლავ ცასა ვვედრებ!), -
საერთო ენა ჰქონია ქართლსა,
ერთს ვფიცულობდით
ქართველნი ხატსა,
მანც მოგვიყვანა
დღევანდელ დღემდე!!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1301 / თარიღი: 2014-12-29 / 9:46 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო / ana kalandadze - shen ise ghrma khar, qartulo cao


შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3692 / თარიღი: 2014-12-29 / 9:45 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს / ana kalandadze - da... rodesac mzes shevkhede gvirgvinosans


და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
- ბედი ჰქონდეს, - თქვა შავთვალა ანგელოსმა,
- ბედი ჰქონდეს? ხა... ხა... ხა... ხა... არასოდეს! -
თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა,
ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა...
სულში, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1193 / თარიღი: 2014-12-29 / 9:43 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – თოვლწყალო, თავქვე მოდიხარ / ana kalandadze - tovltskalo, tavqve modikhar


თოვლწყალო, თავქვე მოდიხარ,
კლდე დაგიგდია ფრიალო..
სალამი!
-მოხველ მშვიდობით?
კვლავაც მშვიდობით გეაროს!
- გაცილებს დეკას ყვავილი
სინანულით და ალერსით...
კლდეების ქიმზე გადმომდგარს
არ ცივა ყინვის კარებზე?
- შენ... საით ამჩნევ სინანულს:
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1258 / თარიღი: 2014-12-29 / 9:41 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ისევ ბერდედას / ana kalandadze - isev berdedas


ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან
და არწივის თვალს მიდამოს ავლებ.
ახლა, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ჯვარობას წავლენ...
ამღა და ჭიმღა და ახიელი...
შეიყრებიან ხატში სოფლები...
აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,
გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1360 / თარიღი: 2014-12-29 / 9:40 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ამ სურით სვამენ / ana kalandadze - am surit svamen


"თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!
გული თელილი ბედის ფლოქვებით
მოკვდა,დადუმდა დიდი ხანია..
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!
სურები შექმნეს შენი ტალახით,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1514 / თარიღი: 2014-12-29 / 9:39 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა! / ana kalandadze - ar aicdina ufalma jvarcma!


(დემეტრე თავდადებულის გახსენება)

წარჩინებულთა ურჩიეს გაცლა,
იქით, მთიულეთს გადასვლა ვედრეს...
- არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა,
ბეწვზე კიდია სამშობლოს ბედი,
არ მსურს, ცოდვაში ვიხეტიალო,
ბოლომდე შევრჩე მეფობას შვებით! -
...................
იცოდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1461 / თარიღი: 2014-12-29 / 6:48 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – არაბი ხარ / ana kalandadze - asrabi khar


დგახარ ქუჩის განაპირას,
ვარდებს ჰყიდი...
- ჩემო კარგო,
არაბი ხარ?
- იეზიდი...
როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის კდემა დიდი...
- თქვი, შავთვალავ,
არაბი ხარ?
- იეზიდი...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1330 / თარიღი: 2014-12-29 / 6:47 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ასეთი დარი თუ იყო მაშინ? / ana kalandadze - aseti dari tu iko mashin


ბერა საზანდარს როცა მომართავს,
შენ სევდა გიპყრობს გაუგონარი,
ცად აიშლება გუნდი ყორანთა,
ლეშის საძებრად წავა ყორანი...
მგლისფერ ღრუბლებში გმინვა მოისმის
და ქარიშხალმაც მოითქვა სული...
მარტო რად დგახარ, როგორც ონისე,
შეგინებული და შერისხული?
ბერა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2021 / თარიღი: 2014-12-29 / 4:11 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა / ana kalandadze - au, afrinda gundi koranta


ბერა საზანდარს როცა მომართავს,
შენ სევდა გიპყრობს გაუგონარი,
ცად აიშლება გუნდი ყორანთა,
ლეშის საძებრად წავა ყორანი...
მგლისფერ ღრუბლებში გმინვა მოისმის
და ქარიშხალმაც მოითქვა სული...
მარტო რად დგახარ, როგორც ონისე,
შეგინებული და შერისხული?
ბერა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1401 / თარიღი: 2014-12-29 / 4:10 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – დროთა ველურთა შემობრუნება / ana kalandadze - drota velurta shemobruneba


დროთა ველურთა შემობრუნებავ,
ჰა, შენეული მახვილ-ისრები...
ამხედრებულან ისევ ჰუნები,
ქარს მოჰკივიან მინდვრად ისევე!
ქრიან ცხენები არაბ-მონღოლთა,
სისხლიან გზებით მოთქარუნობენ...
აღარ თავდება ჩვენი გოლგოთა,
დროთა ველურთა შემობრუნებავ!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1086 / თარიღი: 2014-12-29 / 4:09 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – აჰა, ისევე! / ana kalandadze - aha, iseve!


ვარსკვლავნი ჩაქრნენ, ცათაფრენა
თითქოს... არსაით!
მოზღვავდა ბნელი, მაგრამ ეს ხმა,
ეს ხმა ვისია?
მარადისობავ, სით მეწევი?
აჰა, ისევე
ცის დასალიერს
მირიადი
დაჩნდა
ვარსკვლავი!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1425 / თარიღი: 2014-12-29 / 4:09 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ბეთანიის გზაზე / ana kalandadze - betaniis gzaze


ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
მივდივართ, მივდივართ, ცივი,
სექტემბრის ქარები ქრიან...
სველ გზაზე წაბლის და იფნის
და მუხის ფოთლები ყრია...
მოვედით სამადლოს ხევთან... < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3194 / თარიღი: 2014-12-29 / 4:06 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ბროწეულები / ana kalandadze - brotseulebi


მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!

1959

კომენტარები: 0 / ნანახია: 1848 / თარიღი: 2014-12-29 / 4:04 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ბრძოლით ბრუნდება ლაშქარი / ana kalandadze - brdzolit brundeba lashqari


ვინ შეაცდინა ეშმაკმა?
ვინ გმო სახელი უფლისა?
ვინ გაბედაო მეფისთვის...
კარავთან
ტყორცნა შუბისა?
დაგვირჩა მეფე დავითი,
დიდია უფლის სახელი!
წყაროსთან პური გატეხეს,
თან... მოისინჯეს ნახმლევი...
ელღაზის ჯარი აოტეს,
„სალამ უბარეს შორითა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1241 / თარიღი: 2014-12-29 / 4:02 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ვერ წაიღეს, ვერა! / ana kalandadze - ver tsaighes, vera!


მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა...
ბუბუნებდა კავკასიის მიწა...
სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად...
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს...
კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?
გავზა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1288 / თარიღი: 2014-12-29 / 4:00 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – თუთა / ana kalandadze - tuta


ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი. . .
დამიძახებს, თავლს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი. . .
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?
რა ჩურჩული?.. დამდაგველი, მწველი. . .
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 5267 / თარიღი: 2014-12-29 / 3:57 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – თქვი, ჭიამარია! / ana kalandadze - tqvi, chiamaria!


ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1538 / თარიღი: 2014-12-29 / 3:53 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – თქვი, არჯაკელო... / ana kalandadze - tqvi, arjakelo...


თქვი,არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 3888 / თარიღი: 2014-12-29 / 3:51 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ისევ შტორმები! / ana kalandadze - isev shtormebi!


ძლივს!
ნავსადგურის
შუქი იალებს!
მაგრამ... ზღვას ისევ
გრიგალი აშლის...
მყუდრო ყურე და
შტილი კი არა,
ისევ შტორმები
და...
ისევ...
ზღვაში!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1193 / თარიღი: 2014-12-29 / 3:49 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – კვლავ ნათლის სვეტად! / ana kalandadze - kvlav natlis svetad!


წმინდაა თქვენი გამოცხადება, -
შუაღამისას მწვერვალზე მდგარნი
თვალს მოავლებდით
ღვთისმშობლის მხარეს,
მის დასახსნელად გქონდათ მზადება!
გაურკვევლობით დაღლილ ქვეყანას
კვლავ მძიმე ხვედრი წილად რგებოდა...
ანუგეშებდით, რომ წყვდიადიდან
კვლავ ნათლის სვეტა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1204 / თარიღი: 2014-12-29 / 3:28 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ლოცულობს გველი / ana kalandadze - loculobs gveli


გასრიალდება ხევში ზმორებით
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებსა ღმერთსა,
რომ იდუმალებს,
სევდიან თვალებს
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით...
გრილი ნიავი ფოთლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1744 / თარიღი: 2014-12-29 / 3:22 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მარადიული მაბრალობლებისადმი / ana kalandadze - maradiuli mabraloblebisadmi


დიდებულებო, იმ ბრბოში, ეგერ
(ყოვლი ცოდვა რომ ქვეყნად დაჩრდილა!)
ვდგავარ და ვითხოვ:
- ჯვარს აცვით ეგე! -
ნუთუ... დღემდე ვერ
"აღმომაჩინეთ"?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1192 / თარიღი: 2014-12-29 / 3:21 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მარტინ ლუთერის ძეგლთან დრეზდენში / ana kalandadze - martin luteris dzegltan drezdenshi


(როგორც ცნობილია, XVI ს-ში დიდმა გერმანელმა მოღვაწემ, მარტინ ლუთერმა, გერმანულად თარგმნა ბიბლია)

კაცთმოყვარებით გვმოძღვრავს,
ომს შეჩვენებას უთვლის,
მაგრამ... კაენის ძეთა
ცეცხლი
სამყაროს
უნთეს!
სიკვდილს სიცოცხლემ სძლია, -
მოხუცს მივაგებთ კ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2014-12-29 / 3:20 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მე ლამაზი მეგობარი მყავდა / ana kalandadze - me lamazi megobari mkavda


მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაყვა ცადა. . .
ღრუბლებს გაყვა. . . სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .

კომენტარები: 0 / ნანახია: 1499 / თარიღი: 2014-12-29 / 3:19 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მკვდართა მზე ვარ... / ana kalandadze - mkvdarta mze var...


ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები...
კორჩიოტას,კორჩიოტას თესლი გალხვა,
ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 9975 / თარიღი: 2014-12-29 / 3:19 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მინაწერი რუსთველის პორტრეტზე / ana kalandadze - minatseri rustavelis portretze


დრონი მეფობენ! -
სიბრძნეა ძველი,
მათ წინ მარადის
ძველია კრთომაც!
სახელი შენი -
დრო-ჟამთა ზევით,
მასზედ მარადის
ნათელთა თოვა!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1091 / თარიღი: 2014-12-29 / 3:07 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – დიდება, დიდება, ზარები არისხე! / ana kalandadze - dideba, dideba, zarebi ariskhe!


დიდება, დიდება,
ზარები არისხე,
არისხე ზარები
კეთილზე ვედრებით...
იზრუნოს, იზრუნოს
ხვალემან ხვალისა,
დიდება, რომელსაც
კვლავ ეიმედები!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1102 / თარიღი: 2014-12-29 / 3:05 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – მწამს, სხვა იქნება! / ana kalandadze - mtsams skhva iqneba!


განთიადისას თვალს ვავლებ სივრცეს,
ცაო მაღალო,
ისევ იგივე:
ზღვის მიყუჩებულ, მთვლემარ ტალღებზე
კრთის საოცარი ნათლის გვირგვინი!
ჩამაფიქრებელ უცხო ჩვენებას
მონუსხულივით კვლავ თვალს ვადევნებ:
მადლობა უფალს, მადლობა უფალს,
მწამს, სხვა იქნება დღე დღევ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1423 / თარიღი: 2014-12-29 / 3:05 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ნისლებს იხვევს ნარიყალა / ana kalandadze - nislebs ikhvevs narikala


ნისლებს იხვევს ნარიყალა,
მზის გაენათს უხარია...
გულიც... ასე ნისლებს იხვევს,
სულიც... ასე მწუხარეა...
და მტკვარი რომ როკავს, ილხენს,
ნეტავი, რა უხარია,
როცა სული ნისლებს იხვევს,
როცა გული მწუხარეა?

კომენტარები: 0 / ნანახია: 1292 / თარიღი: 2014-12-29 / 3:01 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ო, მე კი არა, გული ხარხარებს / ana kalandadze - o, me ki ara, guli kharkharebs


როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს,მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1264 / თარიღი: 2014-12-29 / 3:01 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ორწყალში / ana kalandadze - ortskalshi


მადლიანი ხარ, ბუერავ,

მთას მჯდარო ფეხებმორთხმითა,

მთის წყალი დამალევინე

შენი ლამაზი ფოთლითა,

მერე შხეფებად მაპკურე

გადმოვარდნილი შფოთითა;

გზას მიიკვლევდა, ჩქარობდა,

ასე მბრდღვინავი ოდითა...

მადლია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1141 / თარიღი: 2014-12-29 / 3:00 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – პიკასოს უკვირს / ana kalandadze - pikasos ukvirs


(ზოგიერთი ვაი ჟურნალისტის მიმართ)

უკვირს პიკასოს: როგორ "ავხსნა,"
ზეცა ვით მწყალობს,
უზენაესის შთაგონებით
ვით ვარ დანთქმული?
რად არ კითხულობთ, მაგალითად,
ჩიტი ვით გალობს,
ან...
როგორ ვსუნთქავ,
ხელებს... სულში
როს მიფათურებთ? ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1073 / თარიღი: 2014-12-29 / 2:59 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ჟუჟუნა წვიმა მოვიდა / ana kalandadze - jhujhuna tsvima movida


ჯეჯილში ჩაიშრიალა
თვალგახელილმა ყანამა,
მთით მობერილმა ნიავმა,
ნარგიზის იავნანამა.
ერთი პაწია ჩიორა
მუხიდან მომესალამა...
ია განგებამ დახატა,
თუ ფიროსმანის ყალამმა?
ყაყაჩოს "ღვინო სალხინო"
როგორ არ შესვას ანამა?
"ჟუჟუნა წვიმა მოვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2014-12-29 / 2:58 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – რეკენ ზარები... / ana kalandadze - reken zarebi...


რეკენ ზარები,რეკენ...
სიზმარია თუ ცხადი?
დაესვენება ჩემს წინ
დიდი თამარის ხატი...
რიდით შეარხევს ქარი
დროშას მაღალის კალთას...
- ბეთანიისკენ! - იგი
კვლავ მიუთითებს სპათა...

1977

კომენტარები: 0 / ნანახია: 1126 / თარიღი: 2014-12-29 / 2:57 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – რომელ კანონში წერია?! / ana kalandadze - romel kanonshi tseria?!


გარდაისახე პირჯვარი,
შავი შეკაზმე ცხენია,
ქამანდი სტყორცნე ლემადეს,
წამით დაკეცა ფრთენია, -
შენად იგულვე!..
იმას კი...
კვლავ ცხრა მთა გადუფრენია:
მინდორში ქარის დაჭერა...
რომელ კანონში წერია?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1109 / თარიღი: 2014-12-29 / 2:56 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – საით არიან შალვა, ბიძინა და ელიზბარი?.. / ana kalandadze - sait arian shalva, bidzina da elizbari?..


საით არიან შალვა, ბიძინა
და ელიზბარი?
მტერს საით ჩეხავს მარად ძლიერი
იმათი ხმალი?
მძიმედ იღება და იხურება
საყდრის კარები...
დარბაისლური სიჩუმით დუმან
ერისთავები...
ქართველნო, ჩვენი ის სამი გმირი,
ვის წინ თავს ვიხრით,
სპარსეთისაკენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1094 / თარიღი: 2014-12-29 / 2:54 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – სამაგიეროდ... / ana kalandadze - samagierod...


შეგვრისხეთ, ხშირად
გვითხარით მწარეც, -
სამაგიეროდ...
მზეს უღებთ კარებს!
დიდება ქვეყნის
უახლეს ძალებს:
იბრუნებს მიწა,
სითკენაც...
ბრძანებთ!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1178 / თარიღი: 2014-12-29 / 2:52 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – საქართველოო ლამაზო / ana kalandadze - saqartveloo lamazo


„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი... < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1699 / თარიღი: 2014-12-29 / 2:50 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი / ana kalandadze - qarma sharkhia rtoi dzetsnisai


მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული...
ფოთოლნი ტირიან ოქროსფერისანი...
ნისლებს ეფარება ცაი დიდებული,
ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი.
მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,
თვალთა სხივი მოსწყდა ელვარებისაი...
ტირიან, მოთქვამენ `დედანი ზეპურნი”,
ტირიან ყვავილნი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1238 / თარიღი: 2014-12-29 / 2:49 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ქეთევან დედოფალი / ana kalandadze - qetevan dedofali


რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3624 / თარიღი: 2014-12-29 / 2:37 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ქელე თაფა - თავების გორა (მესხი მწყების ნაამბობი) / ana kalandadze - qele tafa - tavebis gora (meskhi mtskemsis naambobi)


მესხი მწყების ნაამბობი

მამა-პაპათგან ძველი ამბავი
ესე გვსმენია:
თამარ დედოფალს, დიდ თამარ მეფეს
პირად მშვენიერს
ურჯულოსთან რომ ომი ჰქონია,
თათარს შებმია,
შაბამის ველზე ორმოთ ამოთხრა
უბრძანა,
მერე-ბალახით მათი დაფარა
ცხენი და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1091 / თარიღი: 2014-12-29 / 2:37 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ქვაბ ავაზაკთა... / ana kalandadze - qvab avazakta...


ზოგს... მანიაკის ერჩიოს თავი:
გულს ფხანს ის შხამი,
მასში რაც არი!
დიახ, წასულა რაინდთა ჟამი,
ქვაბ ავაზაკთა ქმნილა ტაძარი!

***
თუ კვლავ მომიხმო განგებამ,
ჩემს წინ ნაირ გზებს შლიდეს,
ჩაიც არ მსურდა,
მინდოდა,
კვლავ არ მსურდეს დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1029 / თარიღი: 2014-12-29 / 2:35 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ღრუბლები / ana kalandadze - ghrublebi


მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…

კომენტარები: 1 / ნანახია: 4395 / თარიღი: 2014-12-29 / 2:35 PM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ყაყაჩოსა სიწითლითა / ana kalandadze - kakachosa sitsitlita


ფრთაგაშლილი მთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელიანი, -
გული შეუჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია...
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია“?
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1431 / თარიღი: 2014-12-29 / 0:23 AM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – შემოდიოდა ჩვენში კალანდა / ana kalandadze - shemodioda chvenshi kalanda


შემოდიოდა ჩვენში კალანდა
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2264 / თარიღი: 2014-12-29 / 0:10 AM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – შეყვარებულნი ოდეს ქარები... / ana kalandadze - shekvarebulni odes qarebi...


იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონადა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1357 / თარიღი: 2014-12-29 / 0:08 AM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში / ana kalandadze - shekhvedra ludit mtvral torghavastan ertad


მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2014-12-29 / 0:07 AM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – შიომღვიმეში / ana kalandadze - shiomghvimeshi


რკინის აივანს, მყუდრო აივანს
იშვიათად თუ ეწვევა კაცი...
სამაგიეროდ ნუშის და ცაცხვის
აქ ფოთოლცვენა ისე ხშირია...
ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების,
ამ მარტოობის არ ეშინიათ?

კომენტარები: 0 / ნანახია: 1411 / თარიღი: 2014-12-29 / 0:06 AM / ორშაბათი

ანა კალანდაძე – ჩამოვფრინდები, იასამანო / ana kalandadze - chamovfrindebi, iasamano


შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!
მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს,
ცას სამადლობელს შევწირავ მხოლოდ,
გულს ეუფლებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1388 / თარიღი: 2014-12-29 / 0:05 AM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0