22 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 11:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 22



ტარიელ ხარხელაური - მთებზე აენთო, აბრწყინდა / tariel kharkhelauri - mtebze aento, abrtsckinda


მთებზე აენთო, აბრწყინდა
ახლად დასხმული ცვარიო,
ყაყაჩოთა ცეცხლს გამოჰრევს
შიშველი წვივით ქალიო,
დავდუმდი, შტერად დავდექი,
ვერ დავიბრმავე თვალიო:
თუ რამ შეგცოდე, უფალო,
არაა ჩემი ბრალიო!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1464 / თარიღი: 2014-12-22 / 8:39 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - მე აგარიდე ფეხი, გვირილავ / tariel kharkhelauri - me agaride fekhi, gvirilav


მე აგარიდე ფეხი, გვირილავ,
წამოგიქროლა,ქარმა გაგთელა,
რა იოლია სხვისი ტკივილი,
რა ადვილია სხვისთვის სათქმელად!

ტარიელ ხარხელაური

კომენტარები: 0 / ნანახია: 1818 / თარიღი: 2014-12-22 / 8:38 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - შენ შემოგევლე / tariel kharkhelauri - shen shemogevle


შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს
ვუყურებ მთვარეს,
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუ დამდებ პატივს -
ნუ გამიღებ დღეს სახლეს კარებს.
მერე რაა, რომ მზე ჩავიდა
ამ სერებს იქით,
მერე რა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1572 / თარიღი: 2014-12-22 / 8:37 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - ან რაღა უნდა გიამბო / tariel kharkhelauri - an ragha unda giambo


გათენდი თუ გათენდები
გატყდი თუ ტყდები ღამეო
გოგოვ მე შენზე ფიქრებით
ძალიან დავიღალეო
არ ჩანხარ ცისკრის ვარსკვლავო
არც შენ გამოჩნდი მთვარეო
ვდგევარ ვდნები და ვკანკალებ
ცრემლი ჩამომდის ცხარეო

ან რაღა უნდა გიამბო
ან რა არ იცი ჩემზეო < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1323 / თარიღი: 2014-12-22 / 8:36 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - გათენდი თუ გათენდები / tariel kharkhelauri - gatendi tu gatendebi


გათენდი თუ გათენდები
გატყდი თუ ტყდები ღამეო
გოგოვ მე შენზე ფიქრებით
ძალიან დავიღალეო
არ ჩანხარ ცისკრის ვარსკვლავო
არც შენ გამოჩნდი მთვარეო
ვდგევარ ვდნები და ვკანკალებ
ცრემლი ჩამომდის ცხარეო

ან რაღა უნდა გიამბო
ან რა არ იცი ჩემზეო < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1680 / თარიღი: 2014-12-22 / 8:35 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - დახურეთ ზეცა! / tariel kharkhelauri - dakhuret zeca!


დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1996 / თარიღი: 2014-12-22 / 8:34 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - მთებზე აენთო / tariel kharkhelauri - mtebze aento


მთებზე აენთო, აბრწყინდა
ახლად დასხმული ცვარიო,
ყაყაჩოთა ცეცხლს გამოჰრევს
შიშველი წვივით ქალიო,
დავდუმდი,შტერად დავდექი,
ვერ დავიბრმავე თვალიო:
თუ რამ შეგცოდე,უფალო,
არაა ჩემი ბრალიო!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1278 / თარიღი: 2014-12-22 / 8:33 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - ქალო, ქალთათვის დუმილი... / tariel kharkhelauri - qalo, qalistvis dumili


ქალო, ქალთათვის
დუმილი
საკაულია სულისა,
ხატია მოსიარულე
ზეციდან გადმოსულისა.
რაც მეტსა სდუმხარ,
ცეცხლს ანთებ,
უფრო ამძაფრებ სურვილსა,
ვერ დაარწყულებს ვერავინ
შენგან გაჩენილ
წყურვილსა,
არ შეუქმნია სამყაროს
წამალი ასეთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1679 / თარიღი: 2014-12-22 / 8:32 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - ვერ აგაცილე დაღლა / tariel kharkhelauri - ver agacile daghla


ვერ აგაცილე დაღლა -
გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.
სტირი,
უჩემოდ სტირი ,
ნანობ, უჩემოდ ნანობ,
ვერ გიმკურნალე ტკივილს
ჩემი ტკივილის გამო.
მე გაგიხუნე ფერი,
ცრემლი გიქციე წყაროდ,
ვერ შეგა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1198 / თარიღი: 2014-12-22 / 8:30 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - მოხვედი, კარგი გიქნია / tariel kharkhelauri - mokhvedi, kargi giqnia


მოხვედი, კარგი გიქნია,
იქნებ გამთელდეს წყლული
იქნებ აენთოს სანთელი
ბოლო იმედი სულის.
მოხვედი, იქნებ ტკივილებს
სადღაც დაედოს ზღვარი,
გადაიწმინდოს თვალებზე
ჩამობერტყილი ცვარი.
დაგაგვიანდა, შენმა მზემ,
სიცოცხლის დაწყდა წყარო,
აქედანა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1099 / თარიღი: 2014-12-22 / 8:29 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - მშვიდობით, თეთრო ქალბატონო / tariel kharkhelauri - mshvidobit, tetro qalbatono


მშვიდობით, თეთრო ქალბატონო -
ამ საზღვრების იქით
ბილიკი მხოლოდ ჩემთვისაა
ძნელად სავალი.
მშვიდობით, თეთრო ქალბატონო -
გათავდა ფიქრი,გაცვდა კალამი
და დადუმდა ჩანგი ლირიკის.
ფერი, რომლითაც შენს სახეს ვქმნიდი,
შავი ნისლივით დაიხვია ჩემმა გონებამ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1626 / თარიღი: 2014-12-22 / 2:38 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - დამღალა შენმა ლოდინმა / tariel kharkhelauri - damghala shenma lodinma


დამღალა შენმა ლოდინმა,
ქარაფთა ქართა სმენამა,
როცა ძალიან მწყუროდი
მაშინ არ გამოჩენამა.
გულის ეჭვებით ბორგვნამა,
მეტ - ნაკლებობით ტკენამა,
რაც რომ საწუთრომ დამაკლო,
ის დამიმატა ზენამა.
ჩემს მხრებზე შავი ღრუბლების
ხშირ - ხშირად ჩამოფენამა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1207 / თარიღი: 2014-12-22 / 2:37 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - მანძილი შენამდე დიდია / tariel kharkhelauri - mandzili shenamde shoria


მანძილი შენამდე დიდია
შენიდან ჩემამდე არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია
მანცვიფრებ
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იღიმი
საეჭვოდ
ვარსკვლავნი აენთნენ ,
რომ ვხედავ , შორი_შორს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1372 / თარიღი: 2014-12-22 / 2:31 AM / ორშაბათი

ტარიელ ხარხელაური - ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ / tariel kharkhelauri - nislebs mtis tscverze valageb


ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ,
ვრთავ საპატარძლოდ ღამესა,
ორწყალთან მე და არაგვი
სასიძოდ ველით მთვარესა.
გამოჩნდა, შუქი მოჰფინა
ახლად ჭირხლდაყრილ ჭალებსა,
ეს რა პატარა ყოფილა,
არ ვუჯერებდით თვალებსა,
ვწყრებოდით, გასათხოვებლად
ვერ ვიმეტებდით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1748 / თარიღი: 2014-12-22 / 2:29 AM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0