Загрузка...
როინ აბუსელიძე - მივყვები კანაფის მოტანილ იმპლანტებს / roin abuselidze - mivkvebi kanafis motanil implantebs - 20 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 20 » როინ აბუსელიძე - მივყვები კანაფის მოტანილ იმპლანტებს / roin abuselidze - mivkvebi kanafis motanil implantebs


7:20 PM
როინ აბუსელიძე - მივყვები კანაფის მოტანილ იმპლანტებს / roin abuselidze - mivkvebi kanafis motanil implantebs
მივყვები კანაფის მოტანილ იმპლანტებს,
ვამატებ ზამთარს და
ალკოჰოლს სულ მცირე
და როგორც სისხლიან
ხელს იბანს პილატე,
მინდა რომ შენს სულში ვიბანდე
სურვილებს.

სარეცელს დავყურებ ჩვეული
სახმილით,
გარდასულ ღამეებს უნიჭოდ ვთამაშობ,
თოვს, ფიფქებს ისტუმრებს
ღრუბელი ვალივით -
და გარეთ ზამთარი დგას როგორც საბაჟო...

იმედად წარსულის დღეები ჩავიცვი,
სარკმელი დაორთქლა
ნაფაზის სიბლანტემ,
ვიბნევი და უკვე
ნამდვილად არ ვიცი,
მინდა თუ არ მინდა, რომ ისევ მიყვარდე...

ცალთვალა აზრები
ლოგინზე დაიმტვრა,
შედეგი? - ძნელი და მარტივი მცდელობა!
ოთახში ირევა
გრძნობები,
მტვერი და
მეზობლის ბავშვივით მორცხვობს
თვითმკვლელობა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1058 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინი, roin abuselidzis poezia, როინ აბუსელიძე, roin abuselidzis shemoqmedeba, rois leqsebi, როის ლექსები, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0