Загрузка...
როინ აბუსელიძე - ცისფერი და მოცისფრო / roin abuselidze - cisferi da mocisfro - 20 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 5:21 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 20 » როინ აბუსელიძე - ცისფერი და მოცისფრო / roin abuselidze - cisferi da mocisfro


7:21 PM
როინ აბუსელიძე - ცისფერი და მოცისფრო / roin abuselidze - cisferi da mocisfro
ცისფერი და მოცისფრო ზღვა არ არის ყოველ თვეს,
ღამ-ღამობით ტალღები ძველ რექვიემს მღერიან,
დაუწერელ კანონით მე თუ წავიპოეტებ,
მაშინ ჩემი ლექსები უფრო არაფერია -

ვიდრე შენი ჩურჩული წამოსული სუნთქვიდან,
(წუხელ მებადურებმა ვერ მიცურეს ნავამდე,
ღელვა ისე ღელავდა) ხოლო მე კი სულ მინდა -
გკოცნიდე და მკოცნიდე, გწურავდე და გბანგავდე.

შენს თვალებში ბანაობს ხშირად ჩემი თვალები,
ისე ძლიერ მიყვარან შევიშლები ღმერთმანი,
ჰოდა ასე მგონია თუ გადამემალები,
ერთი დახამხამებით წავაწყდებით ერთმანეთს.

ნაპოვნია ადგილი ირწმუნე და გჯეროდეს,
სულშიცა და სხეულშიც ქვეცნობიერ ზმანებით,
დავაცხრები სურვილით მკერდის კერტკენწეროებს,
როცა ერთ დღეს მოხვალ და ცოლად დამეღამები.

ახლა? ახლა ეს ლექსიც უფრო არაფერია,
გარეთ ქარი ხვნეშის და მთვარეს ჰქვია პოეტი,
ღამღამობით ტალღები ძველ რექვიემს მღერიან,
ხოლო მე კი მიყვარხარ, ყოველ თვეს და ყოველთვის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1104 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინი, roin abuselidzis poezia, როინ აბუსელიძე, roin abuselidzis shemoqmedeba, rois leqsebi, როის ლექსები, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0