Загрузка...
როინ აბუსელიძე - ცას ვარსკვლავები დააქვს / roin abuselidze - cas varskvlavebi daaqvs - 20 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 20 » როინ აბუსელიძე - ცას ვარსკვლავები დააქვს / roin abuselidze - cas varskvlavebi daaqvs


7:27 PM
როინ აბუსელიძე - ცას ვარსკვლავები დააქვს / roin abuselidze - cas varskvlavebi daaqvs
ნინოს

ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემად
ეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,
შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,
რასაც დავწერ და დამიწერია.

მომავალს ორსულ დღეებს ვუნახავ,
არის ზედმეტი უკვე ხეტებაც,
შენ ახლა ჩემი ყველა სუნთქვა ხარ,
ხშირად ფილტვებში რომ არ მეტევა.

ტიხრავს ამინდი როგორც შერისხვა,
გაუცხოებით ნაშენ იმ ტიხარს,
მაგრამ შენ ჩემი ყველა ნერვი ხარ,
რითიც მსურხარ და რითიც მინდიხარ.

ეს მარტი როგორც წესი მოხაზე,
კალენდარია დრო და ჯებირი,
ჩემი კოცნა კი შენს თეთრ ლოყაზე,
ჩნდება წითელა ბატონებივით.

როცა სუსტ ხელებს წელზე მომახვევ,
ძალგიძს რომ სუნთქვაც ლექსად დათესო,
შენ ახლა ჩემი ერთი ცოლი ხარ,
მილიონ ქალზე ულამაზესო..

ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემად
ეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,
შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,
რასაც დავწერ და დამიწერია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1252 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: roin abuselidzis poezia, როინ აბუსელიძე, ლექსი, roin abuselidzis shemoqmedeba, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0