Загрузка...
როინ აბუსელიძე - მორიგი დილა / roin abuselidze - morigi dila - 20 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 20 » როინ აბუსელიძე - მორიგი დილა / roin abuselidze - morigi dila


7:33 PM
როინ აბუსელიძე - მორიგი დილა / roin abuselidze - morigi dila
მორიგი დილა ჩვეულებრივ იწყება მსგავსად,
უკვე მრავალჯერ დაღეჭილი მჟავე დილების,
როდესაც ქალაქს პირი ისევ ძილით აქვს სავსე
და არაფერი არ ითქმება დანამდვილებით,
იმის შესახებ რომ სხვაგვარად ჩაივლის დღე და
სარკეში შევძლებ გავუსწორო ორეულს თვალი,
რომელიც ყოველ ალიონზე გარედან მხედავს,
ძირითადად კი ისეც ხდება რომ მზერის გავლით,
შემოდის სარკე ხერხემალში, როგორც ხველება,
არ მინდა ჩემი თავის ნაცვლად ვპოვო ზიანი,
თუმც მსურს სურნელი დავიგუბო შენი ხელების -
ფილტვში, თოვლივით მსუბუქი და პოეზიანი,
მაგრამ ეს დილა სამოსივით იმედებს მაღლეტს,
ანუ იწყება გამოვლილი დღეების მსგავსად,
შემდეგ ისე ვარ საღამომდე დავტოვო სახლი
კი არა, მიჭირს საკუთარი თავიდან გასვლა.
გარეთ კი ღმერთის დარბაზია, აკუსტიკაა
ზეცა, რომელსაც წაშლილი აქვს სრული თარიღი,
ტროტუარები ღიღინებენ ხალხის მუსიკას
და მანქანები ქუჩებს ასდით ოხშივარივით.
სინათლეც ისე მაღალია, თვალში ბინდდება,
გინდა იყვირო “დედამიწას რა დავუშავე”
თან მიაფურთხო ნათქვამ სიტყვებს დასამშვიდებლად -
ეგ არაფერებს, მერე რაებს, არაუშავებს.
გადაივიწყო დადინჯება როგორც ასაკი,
აივსო ჯიბე სიყვარულით, ვნებით, იღბალით
სანამ წვეტიან ქვაზე ფეხის წამოკვრასავით -
ფიქრებს მორიგი „გამარჯობა“ გადაგიყლაპავს,
ვიღაც ნაცნობის... და შენც ასე ფიქრმორეული,
მიესალმები, ჩამოართმევ ვალმოხდით მაჯას,
შებინდებისას შეხვალ სახლში და შენს ორეულს
შეეჩეხები - სარკესთან რომ ლექსივით დაგრჩა!...
.
პირველი პირიდან გადახტომა


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1103 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: roin abuselidzis poezia, როინ აბუსელიძე, ლექსი, roin abuselidzis shemoqmedeba, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0