Загрузка...
შარლ ბოდლერი - იკაროსის ჩივილი / charles baudelaire - ikarosis chivili - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » შარლ ბოდლერი - იკაროსის ჩივილი / charles baudelaire - ikarosis chivili


12:17 PM
შარლ ბოდლერი - იკაროსის ჩივილი / charles baudelaire - ikarosis chivili
თქვენ ხართ მაძღარნი, ვისაც მეძავთა
გაქვთ ხვევნა-კოცნა და ცას შესცინით.
მე კი ხელები მაქვს დალეწილი,
რომ მოგხვეოდი, მე ცა მეძახდა.

მზის მოგონება რომ უწილადონ,
რომ გაახსენონ მზის ვარვარება,
კიდევ ჩახედეს ცის ვარსკვლავებმა
ჩემს თვალებს ჩამქრალს და უსინათლოს.

ბოლო მოეღო სითამამესაც
და ფიქრს, რომ სივრცის კარს გავაღებდი,
არ ვიცი, ვისი მზერის ნაღვერდლით
ვიგრძენი, ფრთები როგორ დამემსხვრა.

სილამაზისთვის დამწვარს არავინ
არ დამდებს პატივს, ჩემი სახელით
ახსენონ, სადაც დავიმარხები
ხვალ, ის უფსკრული გულშემზარავი.

(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1148 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, le paris, franguli poezia, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0