Загрузка...
შარლ ბოდლერი - ჰიმნი მშვენიერებას / charles baudelaire - himni mshvenierebas - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » შარლ ბოდლერი - ჰიმნი მშვენიერებას / charles baudelaire - himni mshvenierebas


12:18 PM
შარლ ბოდლერი - ჰიმნი მშვენიერებას / charles baudelaire - himni mshvenierebas
ნეტავ საიდან იბადები, მშვენიერებავ!
ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი?
შენი მზერიდან თითქოს გულში ღვინო გვეღვრება,
ღვინო, სიკეთის და სიავის ერთად მთესველი.

ალიონია შენს თვალებში, თანაც-დაისი,
აფრქვევ სურნელებს, ვით საღამო უცხოდ მშფოთვარი,
ყრმა განადიდე, ტიტანი კი მუხლზე დაისვი,
ოდეს იგემეს ბაგე შენი, ხიბლის მთოვარი.

უფსკრულით მოხვალ თუ ვარსკვლავთა მხირდან ეშვები-
ფინიასავით გდევს იღბალი, ქალურო კალთავ,
უბედურებას და სიხარულს აბნევ პეშვებით,
პასუხს არ აგებ არაფერზე, ყოველს კი მართავ.

მკვდარ სხეულებზე დააბიჯებ, ღიმმორეული,
შიშიც ხიბლია, თუ დაჰკიდებ შენს სამკაულებს,
და თვით მკვლელობა, სამშვენისი შენი რჩეული,
მაგ ზვიად ფაშვზე სატრფიალო როკვა ასრულებს.

შენსკენ, სანთელო, ბრმა ფარვანა მოექანება,
იხრუკება და ამბობს:"ვლოცოთ ეს ჩირაღდანი!"
ჰგავს იმ მომაკვდავს, თავის საფლავს რომ ეტმასნება,
სატრფოს გარშემო მოფარფატე მიჯნურის ტანი.

ან რა აზრი აქვს-ცით მოდიხარ თუ ჯოჯოხეთით,
მშვენიერებავ, საზარელო, ჩვილო ურჩხულო!
თუკი მაგ სახის, მაგ ღიმილის, მაგ ტერფთა ხედვით
ვხედავ უსაზღვროს, რას ვერ ვხსნი და რითიც ვსულდგმულობ!

ჰო, რა აზრი აქვს, ო ფერიავ ხავერდისთვალა,
სერაფიმი გშობს, სირინოზი, ღმერთი თუ ეშმა,
თუ გქმნის, სურნელო, რიტმო, ელვავ, ჩემს დედოფალად
და მწედ-ვითმინო წუთისოფლის უღელქვეშ შებმა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1182 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0