Загрузка...
შარლ ბოდლერი - ჩაფიქრება / charles baudelaire - chafiqreba - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » შარლ ბოდლერი - ჩაფიქრება / charles baudelaire - chafiqreba


12:19 PM
შარლ ბოდლერი - ჩაფიქრება / charles baudelaire - chafiqreba
ნუ შფოთავ აგრე ო, ტკივილო ჩემო, იყუჩე,
საღამოს გსურდა-ისიც დადგა, ნაზი, მიმქრალი,
წყვდიადის სული დაეუფლა ქალაქის ქუჩებს,
ზოგს მოუტანა სიმშვიდე და სხვას-საფიქრალი.
ვიდრე მოკვდავნი ადიდებენ ასეთი გზნებით
სიამოვნების-ამ უწყალო ჯალათის-მათრახს,
წადი, დაკრიფე სინანულის მწიფე მტევნები,
ჩემო ტკივილო, ჩვენ ამ ქვეყნად მარტო ვართ, ვაგლახ!
გავშორდეთ ყველას და შევხედოთ ამ წლებს გარდაცვლილთ,
ცის აივნებზე ძველ კაბებში ჩვენსკენ თავდახრილთ,
ო, მომღიმარი სინანული ამოდის ზღვიდან,
მზე- ჩამავალი-მთის გადაღმა კვდება, იცოდე,
ჩემო ძვირფასო, მოდი ხელი გამომიწოდე
და მოუსმინე ამ მშვიდ ღამეს, ჩამოსულს ციდან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1207 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0